"მთავარი არხის“ თანადამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის მიერ ხელოვნურად შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო ამ ეტაპზე შეჩერდა ყველა გადაცემა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადიოდა და ყოველდღე დამატებით ხარჯებთან იყო დაკავშირებული, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

"ჩვენ აღარ გვაქვს ყოველდღიური ოპერირების სახსრები.

გადაცემები, რომლებიც ვერ გავა ეთერში: საინფორმაციო გამოშვებები; სპეც-ეთერები; „პოსტ-ფაქტუმი“; „მთავარი შაბათს“; „დღის სტუმარი“ „განსხვავებული აქცენტები“; „ღამის მთავარი“; „შენი დილა“; „შენი შუადღე“; „შენი შუაღამე“; „ლიტერატურული სამკუთხედი“; „მთავარი მსოფლიოში“.

ამ დროისთვის „მთავარი არხის“ ეთერში გადის მხოლოდ ჩაწერილი გადაცემები, ძველი პროგრამების გამეორებები, სერიალები და ფილმები.

ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ გამოვნახოთ ალტერნატიული სახსრები სრულყოფილი ეთერის აღსადგენად. მთავარი ხართ თქვენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.