ფაქტი, რომელიც მოხდა და ბრალი, რომელიც მაქვს, რეპრესიული, მტრული, სიძულვილით გაჟღენთილი, ადამიანის და სიტყვის, გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული პროცესების შედეგია, - ამის შესახებ წერილს "ბათუმელების" დამფუძნებელი მზია ამაღლობელი წერს, რომელსაც Netgazet ავრცელებს.

მისი თქმით, პროცესები, რომელიც ბოლო 1 წელია, ვითარდება ყოველდღიურ ცხოვრებაში შემოდის, როგორც დიქტატურა.

"ფაქტი, რომელიც მოხდა და ბრალი, რომელიც მაქვს, რეპრესიული, მტრული, სიძულვილით გაჟღენთილი, ადამიანის და სიტყვის, გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული პროცესების შედეგია. პროცესები, რომელიც ბოლო 1 წელია, ვითარდება, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში შემოდის, როგორც დიქტატურა”, – წერს მზია ამაღლობელი.

მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 იანვარს შეუფარდეს.