ნოე ჟორდანიას სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის კვეთაზე  სატრანსპორტო კვანძის მოწყობა გრძელდება, რის გამოც, აღნიშნულ საგზაო მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, კერძოდ,  2 აგვისტოს 09:00 საათიდან 4 აგვისტოს 06:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება ნოე ჟორდანიას სანაპიროზე, ბენზინგასამართ სადგურ „ვისოლის“ მიმდებარე ტერიტორიიდან მეტეხის გვირაბის მიმართულებით.

სამუშაოების წარმოების პერიოდში, საავტომობილო გადაადგილება შეიზღუდება  გზის სავალი ნაწილის მხოლოდ ერთ განაპირა ზოლში.