ქუთაისთან, ავტომაგისტრალზე, თერჯოლის მიმართულებით ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ტვირთმზიდი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ.

მომხდარზე გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.