რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა, გეგმური ტექნიკური სამუშაოების გამო, 5 აგვისტოს მგზავრებს ვერ მოემსახურება.
საბაგირო ჩვეულ რეჟიმში მუშაობას 6 აგვისტოს განაახლებს.
რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა, გეგმური ტექნიკური სამუშაოების გამო, 5 აგვისტოს მგზავრებს ვერ მოემსახურება.
საბაგირო ჩვეულ რეჟიმში მუშაობას 6 აგვისტოს განაახლებს.
1754314791
"აი ასე, რაღაცნაირად, ერთად გავლიეთ ჩვენი წუთისოფელი. ახლა მოხდა ისე, რომ ის წავიდა და მე დავრჩი. ამიტომაც ვალდებული ვარ თან გავაყოლო სიტყვები, რომლებიც მას ეკუთვნის ჩემგან.ელდარი - დიდი რეჟისორი. მან ძალიან ადრე იპოვა თავისი განსაკუთრებული სტილი - ე.წ. იგავური კინოენა, რომელიც, საბოლოოდ, ქართული კინოს ერთ-ერთ მთავარ მიმდინარეობად ჩამოყალიბდა. ასე მგონია, მას ჰქონდა ის განსაკუთრებული ალღო, რომელმაც იმთავითვე ქართველი ხალხის გულში ჩაახედა და დაანახა ის რაღაც - იდუმალი და მხოლოდ ამ ერისათვის დამახასიათებელი... და მერე ეს „რაღაც“ ყველა თავის ფილმში მიმოფანტა, როგორც მარგალიტები.პასუხად კი მიიღო სიყვარული, ჭეშმარიტი სახალხო სიყვარული! ეს კი მხოლოდ რჩეულთა შორის რჩეულის, ანუ იქნებ, ერთადერთის - ხვედრია.მოხდა ისე, რომ ახალგაზრდობიდან, „ვგიკში“ სწავლის დღეებიდან, ერთად ვიარეთ ცხოვრების გზებზე. ვგიკიდან დაბრუნების მერე ძალიან ბევრ დროს ვატარებდით ერთად. მაშინ ელდარს ჩემი შვილების ძიძამ „სინეგლაზენკი“ დაარქვა. იტყოდა ხოლმე „პრიშოლ სინეგლაზენკი“ და მთელი ოჯახი სიხარულით ეგებებოდა ლურჯთვალება მხიარულ ბიჭს. ჩვენ კი, მართლაც მხიარული დროსტარების გარდა, სულ რაღაცა გვაწუხებდა და გვაერთიანებდა. ეს იყო ფიქრი საბჭოთა სისტემაში მოქცეული ქვეყნის ბედზე, ქართული კინოს იმდროინდელ მდგომარეობაზე, მისი ახალი ენის ძიებაზე, სულთამხუთავ ცენზურასთან ბრძოლის გზებზე.და აი იმ დროიდან სულ რაღაცისთვის ვიბრძოდით. ქვეყნის ყოველ გზაგასაყარზე ბარიკადების ერთ მხარეს ვიდექით.და მაინც, ყველაფერზე მნიშვნელოვანი ყოველთვის ჩვენი ფილმები იყო. საკვირველია, მაგრამ იმ უმძიმესი იდეოლოგიური წნეხის მიუხედავად, საქართველოში მაშინ უაღრესად ინტენსიური, მძაფრი, ვნებათაღელვით სავსე კინოცხოვრება მიმდინარეობდა. სულ სხვადასხვაგვარ კინოს ვიღებდით, მაგრამ იყო მათში რაღაც გამაერთიანებელი. ამას, მოგვიანებით, სამოციანელების კინო დაერქვა. ნოსტალგიით მახსენდება „ქართული ფილმის“ სამხატვრო საბჭოს მღელვარე სხდომები, სცენარის, გადაღებული მასალის თუ ფილმის განხილვები, ბობოქარი კამათები, და, რა თქმა უნდა, საბჭოთა ცენზურასთან, ანუ მოსკოვის "გოსკინოსთან“ მუდმივ ბრძოლაში ერთმანეთის თავგადაკლული მხარდაჭერა.მახსოვს, როცა ჩემი ფილმის - „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ - გამოსვლას დიდი სიძნელეები შეხვდა, პირველი პოლემიკურად დადებითი რეცენზია ელდარმა დაწერა. ამ რამდენიმე წლის წინ კი ასეთი რამ გაიხსენა:„შერეკილებისთვის“ ფინალის ძიებაში ვიყავი, როცა შენ მითხარი, რა ძებნა გინდა, როცა ასეთი ბრწყინვალე ფინალი გაქვს ხელში - შერეკილების გაფრენა ცაში იმ უცნაური „ხომალდით“. რა თქმა უნდა, მე ეჭვიც არ მეპარება, რომ ელდარს არავითარი რჩევა არ სჭირდებოდა თავისი შედევრის დამთავრებისთვის, ეს ეპიზოდი კი ჩვენი ურთიერთობის დასახასიათებლად მოვიყვანე.და კიდევ ერთი შტრიხი, რომელმაც ძალიან ამაღელვა: როგორც ნატალიამ გვითხრა, ელდარს თავის ოთახში დღემდე ჩემი და ლადოს ფოტო ედო თაროზე...როცა ელდარზე ფიქრობ, არ შეიძლება მისი პიროვნება ეგზისტენციალურ ჭრილში არ დაინახო. მთელი ცხოვრების მანძილზე მას თან სდევდა დაუნდობელი, საბედისწერო განსაცდელები: სულ პატარამ დაკარგა მამა, და როგორი მამა - ნიკოლოზ შენგელაია! სულ ახალგაზრდამ - დედა, და როგორი დედა - ნატო ვაჩნაძე! და ბოლოს - შვილი, ელენე!! ძნელია ასეთი განსაცდელებიდან გაბოროტებული, ან თუნდაც ყველაფრისადმი გულგრილი არ გამოხვიდე. ელდარმა გაუძლო ბედის დარტყმებს. ღირსეულად. და თავისი განცდების სიმძაფრე შემოქმედებაში ჩააქსოვა.გაუძლო, ალბათ, იმიტომაც, რომ ელდარი ის შემოქმედია, რომელმაც ორი შერეკილის შეკოწიწებული ხომალდი, რომელიც ძალიან გვაგონებს ქართულ ურემს, ცაში ააფრინა და ამ მფრინავ ურემს მთელი ქვეყანა შემოატარა.ის ახლაც დაფრინავს ჩვენს თავზე.ან, იქნებ, ჯერ მხოლოდ მზად არის ასაფრენად. მაგრამ ბოლოს უსათუოდ აფრინდება და მერე სულ იფრენს და იფრენს საქართველოს ცაზე!(ჩემი სამძიმარი ელდარის უახლოეს ადამიანს - ნელის, რომელმაც მასთან ერთად გადაიტანა ბედის უმძიმესი დარტყმები)", - წერს ლანა ღოღობერიძე სოციალურ ქსელში.
1754314313
"მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესის, ტყის ხანძრების რისკის და გვალვიანი პირობების ჩამოყალიბების ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს (საფრთხის დონე საშუალო)" - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
1754312005
მისივე თქმით, მზია ამაღლობელს გაუთავებელ შეფერხებებს და არაადამიანურ პირობებში ამყოფებენ, რათა მისი სული გატეხონ."დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ეს არ არის სამართლებრივი პროცესი - ეს არის პოლიტიკური დევნა. მზია ამაღლობელს გაუთავებელ შეფერხებებს და არაადამიანურ პირობებში ამყოფებენ, რათა მისი სული გატეხონ. სისტემას ჰქონდა ყველა საჭირო დრო. ეს არ არის სამართლიანობის გადადება - ეს არის სამართლიანობის ბოროტად გამოყენება“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.მოსამართლე ნინო სახელაშვილი მზია ამაღლობელის განაჩენს 6 აგვისტოს, 14:00 საათზე გამოაცხადებს.
1754309297
ანა გოგუაძე და მის მიერ შექმნილი კაფე „მზიური“ სხვა შემთხვევაა. სივრცეს, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა გაუღო კარი მიუსაფარ ოთხფეხა მეგობრებს, მოაწყო პლასტმასას ურნა და ხილვადი, ადაპტირებული გახადა გარემო ეტლით მოსარგებლეებისთვის, „მართლას“ დამატებას არ საჭიროებს. 9 წლის განმავლობაში, „მზიური“ გახდა ადგილი, სადაც მხოლოდ ყავის დასალევად არ მიდიხარ.ამიტომ გასაკვირიც არ იყო, როდესაც თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებული მზიური გახდა და „გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობის ჯილდოც“ ერგო. არადა, წლევანდელ დაჯილდოებაზე დარეგისტრირებულ აპლიკანტთა რაოდენობა რეკორდული იყო - 443.თავიდანვე შევთანხმდეთ: მზიური მხოლოდ კაფე არ არის. ეს ზუსტად იცოდა ანა გოგუაძემ როდესაც 9 წლის წინ დანგრეულ შენობას უყურებდა და გონებაში ნოდარ დუმბაძის სამყაროს აცოცხლებდა."გული მწყდებოდა მიტოვებულ მზიურის პარკზე. ის ნამდვილად არ ჰგავდა იმ ადგილს, რომელზეც ნოდარ დუმბაძე წერდა და ოცნებობდა. დუმბაძის შემოქმედება ჩემთვის ყოველთვის იყო ჰუმანურობისა და ადამიანობის მაგალითი. 12 წელი თანამოაზრეებთან ერთად ვაკეთებდით ფესტივალს, რომლის მიზანიც ამ ადგილის გამოცოცხლება იყო. ვგულშემატკივრობდი ქალბატონს, რომელმაც თავდაპირველად ამ მიტოვებულ შენობაში სეზონური კაფე გახსნა, თუმცა შემდგომ ფინანსური პრობლემების გამო დაიკეტა“, - გვიყვება ანა.2015 წელს მეგობარმა სოციალური მეწარმეობის კონცეფცია აუხსნა. სოციალური კაფეს მიზანიც კომერციულ მოგებას სცდება და სოციალურ, საზოგადოებრივ თუ ეკოლოგიური იდეების მხარდაჭერას მოიცავს."ანუ რა გამოდის, რაც მეტ ყავას გავყიდით, მეტი ღონისძიების ჩატარებას შევძლებთ??“- კონტრკითხვა დასვა ანამ და მიხვდა, რომ მის იდეას შესაძლოა ხორცი შესხმოდა. მზიური უნდა გამხდარიყო ცოცხალი ფუნქციურად დატვირთული არა მხოლოდ პირველ ივნისს, არამედ მთელი წლის განმავლობაში.პირველი მხარდამჭერი და ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი თიბისი იყო, რომელმაც პროექტისთვის 50 000 ლარის ოდენობის დონაცია გამოყო, მას შემდეგ რაც თბილისის მერიამ მიტოვებული შენობა „მზიურს“ დროებით სარგებლობაში გადასცა. თანხა არა მხოლოდ კაფეს მოწყობას მოხმარდა, ანამ და მისმა მეგობრებმა ამორტიზებული ამფითეატრის გარემონტებაც შეძლეს. თიბისის ნდობა პატარა კომპანიებისთვისაც ბიძგი აღმოჩნდა, რომლებმაც სხვადასხვა ფორმით „მზიურის“ იდეას შეეხიდნენ."ჩვენ მომსწრე ვართ, როგორ იცვლება ადამიანების ქცევა. თავიდან პრობლემად მიაჩნდათ რომ კაფეს წინ მანქანას ვერ აპარკინგებდნენ, ახლა ზოგი ველოსიპედით, ზოგი სკუტერით გვსტუმრობს., ზოგიც სპეციალურად გრძელ გზას ირჩევს პარკის მხრიდან რომ ჩვენთან შემოისეირნოს. როდესაც პლასტმასას ყუთი დავდგით, მას ნაგვის ურნადაც იყენებდნენ, შემდეგ ვხედავდით როგორ მოჰქონდათ მცხოვრებლებს პლასტმასის ჭუჭყიანი ბოთლები, მალევე გამჭვირვალე ყუთში უკვე გარეცხილი ბოთლები იყრებოდა. ბავშვებს, აღარ უკვირთ ეტლით მოსარგებლე ადამიანი, იმდენად ბუნებრივი ამბავია მათთვის“,- ამბობს ანა."უკვე ერთი წელია, მზიურის მომავალი გაურკვეველია, რადგან თბილისის მერიას კაფე მზიურისთვის კონტრაქტი არ განუახლებია. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, პირველი რასაც ვაკეთებ, არის ის, რომ შევდივარ მერიის ვებგვერდზე და ვამოწმებ აუქციონი ხომ არ დაიდო. მზიური არ არის მხოლოდ კაფე, ამდენი წლის შრომა ჩავდეთ, მერიის როლი დიდია რადგან ამ საქმის პარტნიორები თავადაც იყვნენ. მჯერა, რომ გადაწყვეტილებას შეცვლიან და დიალოგის რეჟიმს დავუბრუნდებით. თიბისის დაჯილდოების აპლიკაცია შევავსე, თუმცა დედლაინამდე ერთი საათით ადრე გავგზავნე. გავიფიქრე, თუ გავიმარჯვებთ ეს იქნება ნიშანი, რომ ჩვენი სჯერათ და მზიური ბევრისთვისაა მნიშვნელოვანი“, - ამბობს ანა.მისი დინჯი ოპტიმიზმი გადამდებია. ადამიანები, რომლებიც მზიურს ხშირად სტუმრობენ, შემდეგ ამ ღირებულებების ერთგვარი ელჩებიც ხდებიან. სხვაგანაც ითხოვენ ადაპტირებულ სივრცეს, ცდილობენ სოციუმში რაღაც უკეთესობისკენ შეცვალონ. მთავარია სჯერათ, რომ წარმატება გზაშია!
1754308919
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ცანავამ, რომელიც პოლიტიკური დევნის შედეგად რამდენიმე დღის წინ დააკავეს, სასამართლო პროცესზე ღიად და დაუფარავად ისაუბრა იმ ზეწოლის, შანტაჟისა და მუქარის შესახებ, რომელიც მის მიმართ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისი დაკავების შემდეგ განხორციელდა.კერძოდ, ლაშა ცანავამ განაცხადა, რომ მას თავისუფლებისა და ფულის სანაცვლოდ შესთავაზეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერისა და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ფარული მიყურადება, ფარული ჩანაწერების გაკეთება და მის წინააღმდეგ გარკვეული კომპრომატების შეგროვება, რომელსაც სახელისუფლებო პროპაგანდა ლევან ხაბეიშვილისა და პარტიის დისკრედიტაციის მიზნით გამოიყენებდა.მიუხედავად იმისა, რომ ეს განცხადება საჯაროდ გაკეთდა, ამ დრომდე მას საგამოძიებო ორგანოების მხრიდან საჯარო გამოხმაურება, გამოძიება და რეაგირება არ მოჰყოლია.ჩვენ ერთი წუთით არ გვჯერა, რომ ან სუსი, ან პროკურატურა ამ ნაბიჯს გადადგამენ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ვიცავთ რა იურიდიულ, ფორმალურ ვალდებულებას და ვითხოვთ ამ ფაქტის მყისიერ მოკვლევას და გამოძიებას.თუ ამ ტიპის საგამოძიებო მოქმედებები არ დაიწყება, ამით კიდევ ერთხელ დადასტურდება ჩვენი პოლიტსაბჭოს წევრის პოლიტიკური პატიმრობის საკითხი”, - აღნიშნულია განცხადებაში.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, თაღლითობის ბრალდებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ცანავა დააკავეს. მას პატიმრობა შეეფარდა.
1754305903
მისივე თქმით, არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე და რუსული ინტერესების გამტარებელმა ე.წ. ხელისუფლებამ ყველა წითელი ხაზი დიდი ხანია, გადაკვეთა."სოლიდარობა მზია ამაღლობელს, ნინო დათაშვილს და ყველა პოლიტპატიმარს! არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე და რუსული ინტერესების გამტარებელმა ე.წ. ხელისუფლებამ ყველა წითელი ხაზი დიდი ხანია, გადაკვეთა.დღეს მზია ამაღლობელის დასკვნითი პროცესი კვლავ გადაიდო. რეჟიმის დავალებით, უსამართლო სასამართლო ბოლომდე ცდილობს მზიას სახით ქვეყანაში მოკლას თავისუფალი სიტყვა და კრიტიკული მედია, მაგრამ ამას ვერ მიაღწევს!მზია ამაღლობელის მიმართ რეჟიმის დავალების შემსრულებლებმა გამოიყენეს ზეწოლის და ღირსების შემლახველი სხვადასხვა საბჭოთა მეთოდი, მაგრამ მზია მაინც ვერ გატეხეს. რეჟიმი, ასეთივე საბჭოთა მეთოდებით ებრძვის, სამოქალაქო აქტივისტს და თავისუფალ მასწავლებელს ნინო დათაშვილს, რომელიც უსამართლოდ ციხეში გამოკეტა და მეტიც, ნების საწინააღმდეგოდ გუშინ ფსიქიატრიულში გადაიყვანა. ამით ე.წ. ხელისუფლება აფრთხილებს და პრაქტიკულად, უკრძალავს 60 000 მასწავლებელს, თავისუფალი სამოქალაქო პოზიციის გამოხატვას. ძვირფასო მასწავლებლებო, არ შეშინდეთ, დაიცავით თქვენი პროფესია და ღირსება. თქვენ ყველაზე ძლიერი და ნათელი ძალა ხართ. მასწავლებელთა საზოგადოებას აქვს დიდი გავლენა, დღევანდელი უსამართლობის შესაცვლელად და მომავალი თაობის სასარგებლოდ. ჩვენი სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა მზიას! სოლიდარობა ნინოს! სოლიდარობა ყველა პოლიტპატიმარს!", - განაცხადა რუსუდან თევზაძემ.მოსამართლე ნინო სახელაშვილი მზია ამაღლობელის განაჩენს 6 აგვისტოს, 14:00 საათზე გამოაცხადებს.მზია ამაღლობელი ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 11-12 იანვრის ღამეს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს, რამდენიმე წუთში კი უკვე სისხლის სამართლის წესით დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
1754305042
აქციის მონაწილეები “ბათუმელების” რედაქციასთან მივიდნენ და მზია ამაღლობელის კოლეგებს სოლიდარობა გამოუცხადეს და მადლობა გადაუხადეს.როგორც აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, “6 აგვისტოს მზიას და რეჟიმის ტყვეების თავისუფლებისთვის ბრძოლა არ მთავრდება”.ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღევანდელ პროცესზე მზია ამაღლობელმა საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა და განაცხადა, რომ რა განაჩენიც არ უნდა გამოიტანოს სასამართლომ, ის თავს მაინც გამარჯვებულად თვლის.განაჩენი 6 აგვისტოს, 14:00 საათზე გამოცხადდება.
1754304526
ეს პროდუქტი პირველია საქართველოში, რომელიც პირდაპირ უკავშირდება მერჩანტის სალარო პროგრამას და ერთდროულად იღებს, როგორც ნაღდ, ისე უნაღდო გადახდებს. აქამდე ნაღდი გადახდების მისაღებად, მერჩანტებს ცალკე მდგომი ტერმინალი სჭირდებოდათ, რაც მათთვის მეტი დროისა და რესურსის ხარჯვასთან იყო დაკავშირებული.მოწყობილობა შეესაბამება საქართველოს შემოსავლების სამსახურის ფისკალურ რეგულაციებს და ნაღდი გადახდების მონაცემები შემოსავლების სისტემაში ავტომატურად აისახება, შესაბამისად, პოს ტერმინალი სრულად ანაცვლებს სალარო აპარატს და მერჩანტებს მხოლოდ ერთი მოწყობილობით შეუძლიათ ყოველდღიური ოპერაციების განხორციელება.მაქსიმალურად გამარტივებულია ტერმინალის ინსტალაცია - გამოყენებაც, რაც ბიზნესებისთვის პროცესს კიდევ უფრო მოქნილს ხდის. ინტეგრირებული სალარო აპარატების გამოყენება განსაკუთრებით მიმზიდველია იმ კომპანიებისთვის, ვინც აქტიურად არის დაინტერესებული ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლით.
"მილიონერი ელდარ კურტანიძის შვილები 2016 წლიდან სოციალურად დაუცველთა ბაზაში არიან"
1753817526
ელდარ კურტანიძე ყოფილ მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდა
1753624626
კამჩატკაზე ბოლო 70 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1753866994
2 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
1754077160
"კაცი ამბობს, რომ ხელფასს უხდის "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს იმისათვის, რომ ამბები გამოიტანოს "ქართული ოცნებიდან"
1753281840