თბილისის აეროპორტი დაიტბორა. მგზავრებს დარბაზი დაატოვებინეს.
შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში ამ დროის მონაცემებით, გათიშულია ელექტროენერგიაც.
ქალაქში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა, დატბორილია ქუჩების ნაწილი.
თბილისის აეროპორტი დაიტბორა. მგზავრებს დარბაზი დაატოვებინეს.
შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში ამ დროის მონაცემებით, გათიშულია ელექტროენერგიაც.
ქალაქში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა, დატბორილია ქუჩების ნაწილი.
1783542366
მისივე თქმით, ახლა თურქეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთან კარგი ურთიერთობა, მაგრამ საქართველოა ტოქსიკური და არასანდო პარტნიორი მისთვის."ქართულმა ოცნებამ" ეფექტურად, მაგრამ ძალიან ფარისევლურად ააგო თავის დროზე ააგო კონცეფცია - "აბა, ომი გინდათ?", როცა ამის არავითარი საფუძველი არ არსებობს იმიტომ, რომ საქართველო საქართველო არის უაღრესად დაცული და არ არის მარტო რუსეთის პირისპირ. ჩვენ გვყავს საკმაოდ სანდო მეგობარი და ვისაც ამის არ სჯეროდა, ახლა მაინც დაიჯერონ და დაინახონ, რომ თურქეთი არის წამყვანი ფაქტორი ნატოში და ეს ყველამ აღიარა, ტრამპმა ცალკეც აღიარა და ეს განსაკუთრებული მოვლენაა.სულ რამდენიმე სახელმწიფო დარჩა, რომელიც ჯერ კიდევ არ გაწევრიანებულა ნატოში, ესენია - უკრაინა, საქართველო, ბოსნია ჰერცეგოვინა, რომლებსაც აქვთ განაცხადი და მუშაობენ ამ მიმართულებით, ანუ, საქართველოზე ჯერ კიდევ სტატუსი ძალაშია. ჩემი ფორმულაა - ნატო ნატოს გარეშე, ჩვენ ვხედავთ ნატოში სერიოზულ ცვლილებებს, მოდერნიზაციას, რეფორმებს და ამ ფონზე იზრდება თურქეთის როლი და მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შავი ზღვა და კავკასიონი, აქ კი საქართველო ვართ ერთადერთი კანდიდატი სახელმწიფო, რომელიც თურქეთის გვერდით შეიძლება ვიყოთ, თანაც თურქეთი არის შავ ზღვაზე და კავკასიაში, საქართველო კი არის შავ ზღვაზეც და კავკასიაშიც. თურქეთს სასიცოცხლოდ სჭირდება საქართველოსთან კარგი ურთიერთობები, მაგრამ საქართველო არის ძალიან ტოქსიკური და იმიტომაც აღმოჩნდა დღეს ასეთ სამარცხვინო ვითარებაში. როცა რეგიონზეა საუბარი და რეგიონში ტარდება ნატოს სამიტი, სადაც მანქანითაც კი ჩახვალ, თბილისი არ არის წარმოდგენილი. რომც არ ვიყოთ ასპირანტი სახელმწიფო და რომც არ გვეწეროს კონსტიტუციაში, რომ ნატოსკენ მივდივართ, მაშინ, როცა რეგიონის უსაფრთხოებას კეტავ და პორტები შენს ხელშია, ამ დროს შენ არ იმყოფები სხდომაზე, სადაც ამ რეგიონის უსაფრთხოებაზე საუბრობენ. ასეთი სამარცხვინო ეპიზოდი თანამედროვე საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
1783540648
მისივე თქმით, ეს საზიანოა ქვეყნის ეროვნული და უსაფრთხოების ინტერესებისთვის."რაც შეეხება ნატოს სამიტს, "ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველო აღარ იყოს მიწვეული. ის ქმედებები და პოლიტიკა, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" გაატარა რუსული ინტერესების გატარებით, დემოკრატიის უკუსვლით, საქართველოში დასავლელი პარტნიორების დაპირისპირებითა და პროპაგანდისტული კლიშეებით საქართველოს ინტერესებს უმძიმეს ზიანს აყენებენ.ეს არ იყო სამიტი, სადაც მხოლოდ ნატოს წევრი ქვეყნები მონაწილეობდნენ, ეს იყო სამიტი, სადაც არაწევრი ქვეყნებიც იყვნენ და არა მხოლოდ ევროპიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდან და რეგიონებიდან, ამიტომ, ჩემი აზრით, ეს ძალიან ცუდად აისახება საქართველოს ეროვნულ ინტერესზე. ეს არის ძალიან ცუდი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, უსაფრთხოებისთვის და მომავლისთვის", - განაცხადა დავით სიხარულიძემ.
1783540458
მისივე თქმით, რეზოლუციაში მოწოდებულია, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ხალხს ეუბნებოდეს, რომ არჩევნები არის გზა."რასაც ეს რეზოლუცია ამბობს, ზუსტად მაგას ვამბობ მეც. შეიძლება პოლიტიკოსებმა თქვან, რომ ჩვენი გზა არის ბრძოლა, შეკითხვაა - ბრძოლა რაში გამოიხატება? ეს არის ქუჩაში, თუ პოლიტიკურ პროცესში ბრძოლა? ქუჩაში ბრძოლას მე ვერ ვხედავ, ვერ ვხედავ, რომ ქუჩაში ბრძოლას ვინმე აორგანიზებს, განსაკუთრებით 4 ოქტომბრის მერე. თუ ვინმეს უნდოდა ქუჩაში ბრძოლა, 4 ოქტომბერს უნდა ებრძოლა. ქუჩაში ვიბრძვიო რომ იტყვის პოლიტიკოსი, უნდა აორგანიზებდეს აქტივს, უნდა იდგეს ქუჩაში, უნდა ადიოდეს მაღლა პროტესტის მუხლი. მე ვერ ვხედავ, რომ ამას აკეთებენ. მაშინ რჩება მეორე - პოლიტიკური ინსტრუმენტების გამოყენების გზა.მე ვამბობ, რომ ახლა ფსონის იმაზე დადება, რომ ჩვენ გავალთ ბოლომდე, თან ისე, რომ არც კი ვუშვებთ, რომ არჩევნებს ივანიშვილი ატარეს, ფსონის დადება იმაზე, რომ მათ ჩამოვანგრევთ და ივანიშვილი გაიქცევა პეკინში, ან მოსკოვში, მოვიპოვებთ სრულ ძალაუფლებას და ამის მერე ჩავატარებთ არჩევნებს, ეს არის ჩვენი სტრატეგია სახელად - ბოლომდე, მაგრამ მე ამის არ მჯერა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ არ ვართ იმ კონდიციაში, რომ გავალთ ბოლომდე, ამიტომ, რჩება გზა - ან ივანიშვილი გამოდის ბოლოში, ან რაღაცაზე ვლაპარაკობთ და, ჩემი აზრით, ეს რეზოლუციაც არის მინიშნება იმაზე, რომ რაღაცაზე ილაპარაკეთ, შეთანხმდით საარჩევნო გარემოზე, სადაც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ეტყვით ხალხს, რომ კი, არჩევნები არის გზა", - განაცხადა ნიკა ობოლაძემ.
1783540081
მისივე თქმით, რაც უფრო დიდხანს გააგრძელებს ვლადიმერ პუტინი ამ ომს, მით უფრო მძიმე შედეგებს მოუტანს მას."ის აღქმა, რომ თითქოს, პუტინი მზად იყო რაღაც ნაბიჯის გადასადგმელად, რომ ომი დასრულებულიყო, ქარწყლდება. აშკარაა, რომ ეს არის პუტინის პირადი ომი, რომ ეს არის რუსეთის იმპერიალისტური ომი, რომლის გაგრძელებაც და დასრულებაც მის ხელშია. მას არ სურს ამ ომის დასრულება და, დიდი ალბათობით, არც დაასრულებს, სანამ დიდ მარცხს არ განიცდის. ამ ყველაფერს კი ეს ადმინისტრაციაც ხედავს.ისტორიის მანძილზე სხვადასხვა ადმინისტრაციები სხვა განწყობით იწყებდნენ მმართველობის პერიოდს რუსეთის მიმართ და უფრო კონსტრუქციული მოლოდინები ჰქონდათ რუსეთისგან, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ხვდებოდნენ, რომ ეს არის ჩვეულებრივი იმპერიალისტური ძალა, რომელიც საზრდოობს ამ კონფლიქტებით. ამასთანავე, მათ ძლიერი პროპაგანდისტული მანქანა აქვთ, რომელიც ავრცელებს სიცრუეს, რომ თითქოს მათ რაღაც დონეზე აქვთ ამ ომის დასრულების ინტერესი. რაც უფრო გვიან დაასრულებს ამ ომს რუსეთი, მით უფრო მძიმე შედეგები ექნება", - განაცხადა დავით სიხარულიძემ.
1783539861
11:00 საათზე - საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრები საგანგებო განცხადებას გააკეთებენ.მისამართი: ა.პოლიტკოვსკაიას 31საკონტაქტო: 591051601 თეონა ჭალიძე
1783539762
კუროფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. არ იჩქაროთ გადაწყვეტილებების მიღება. პირად ურთიერთობებში გულწრფელი საუბარი ბევრ გაუგებრობას მოაგვარებს.ტყუპებიკომუნიკაციისთვის ერთ-ერთი საუკეთესო დღეა. ახალი ნაცნობობა ან მნიშვნელოვანი ზარი სასარგებლო შესაძლებლობას გაგიხსნით. იდეების განხორციელება წარმატებით დაიწყება.კირჩხიბისაკუთარ ჯანმრთელობასა და დასვენებას მეტი ყურადღება დაუთმეთ. სამსახურში მოთმინება დაგეხმარებათ დაძაბული სიტუაციების თავიდან აცილებაში.ლომიდღე თქვენს სასარგებლოდ განვითარდება. შეძლებთ ლიდერული თვისებების გამოვლენას და გარშემომყოფების მხარდაჭერის მოპოვებას. სიყვარულშიც სასიამოვნო სიურპრიზია მოსალოდნელი.ქალწულიპრაქტიკული მიდგომა საუკეთესო შედეგს მოგიტანთ. ნუ გადაიღლებით წვრილმანებზე ფიქრით — ზოგჯერ მოვლენებს ბუნებრივი განვითარება სჭირდება.სასწორიკრეატიული იდეები და ახალი პროექტები წარმატების საფუძველი გახდება. კარგი დროა მეგობრებთან ურთიერთობისა და სამომავლო გეგმების დასაწყებად.მორიელისამუშაოსა და ოჯახურ საკითხებს შორის ბალანსის დაცვა მოგიწევთ. ემოციების კონტროლი დაგეხმარებათ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების სწორად მიღებაში.მშვილდოსანიახალი გამოცდილებისა და მოგზაურობის სურვილი გაგიძლიერდებათ. სასარგებლო ინფორმაციის მიღება ან ახალი ცოდნის შეძენა მომავალში დიდ უპირატესობას მოგცემთ.თხის რქაფინანსური საკითხების მოწესრიგებისთვის ხელსაყრელი დღეა. მოერიდეთ ზედმეტ ხარჯებს და ყურადღება გაამახვილეთ გრძელვადიან გეგმებზე.მერწყულიდღე პარტნიორულ ურთიერთობებში მნიშვნელოვან ცვლილებებს მოიტანს. თანამშრომლობა და კომპრომისი საუკეთესო შედეგს მოგიტანთ როგორც სამსახურში, ისე პირად ცხოვრებაში.თევზებიდღე ნაყოფიერი იქნება ყოველდღიური საქმეების დასასრულებლად. ინტუიციას ენდეთ - ის სწორ გზას გაჩვენებთ. საღამოს მშვიდი გარემო ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.
1783535454
მისივე თქმით, არსებითი არის ის, რომ ყველა ორიენტირებული იყოს საქმეზე და არა იმაზე, თუ ვის რა სტატუსი ექნება. "მიხეილ სააკაშვილი სადაც არის, იქ არის "ნაციონალური მოძრაობა", არანაირი ცალკე დაჯგუფებები და განყოფილებები აღარ არსებობს, არ არსებობენ "საბოტაჟნიკები", აქ საუბარია იმაზე, რომ კონკურენცია უნდა გაიზარდოს, კონკურენცია საქმეში და არა რაღაც თანამდებობების ძიებაში - ეს არის მთავარი.არსებითი არის ის, რომ ყველა ორიენტირებული იყოს საქმეზე და არა იმაზე, თუ ვის რა სტატუსი ექნება. სადაც არის მიხეილ სააკაშვილი, იქ არის "ნაციონალური მოძრაობა", იქ ვარ მე და თითოეული წევრი", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოდის ინიციატივით, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" რეფორმატორთა საბჭო შეიქმნას, რომელსაც თავად უხელმძღვანელებს, ნანუკა ჟორჟოლიანი კი საბჭოს აღმასრულებელი მდივნის მოვალეობას შეასრულებს.
1783535030
მისივე ცნობით, სუ-35 აღმოსავლეთის მიმართულებაზე ჩამოაგდეს. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.სუ-35 არის რუსული წარმოების მე-4++ თაობის მრავალფუნქციური, ზებგერითი გამანადგურებელი. იგი შექმნილია ჰაერში უპირატესობის მოსაპოვებლად, ასევე სახმელეთო და საზღვაო მიზნების გასანადგურებლად. თვითმფრინავს შეუძლია შეასრულოს ურთულესი საჰაერო მანევრები დაბალ სიჩქარეზეც კი.ომის განმავლობაში უკრაინულმა ძალებმა რამდენიმე სუ-35-ის ჩამოგდება შეძლეს.
თბილისის აეროპორტი დაიტბორა
1783447451
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დავით ქუქჩიშვილი დაიღუპა
1782587538
თემურ უგულავას 28 ივნისს დაკრძალავენ
1782401580
როგორ ცვლის XELOBA.GE ქართულ ბაზარს, წარმატებისგან ერთი ნაბიჯი
1783189869
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი გიორგი დამენია დაიღუპა
1782483281