თბილისში მატარებლის დაჯახების შედეგად ქალი დაიღუპა.
შემთხვევა დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ქალი ლიანდაგზე გადადიოდა.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიყო.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
თბილისში მატარებლის დაჯახების შედეგად ქალი დაიღუპა.
შემთხვევა დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ქალი ლიანდაგზე გადადიოდა.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიყო.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
1769544063
"თუ ვისაუბრებთ მხოლოდ ამ 20-პუნქტიან ჩარჩოზე, ეს ჯერჯერობით ორმხრივი დოკუმენტია, რომელსაც ხელს მოაწერენ აშშ და უკრაინა. ისევე, როგორც რუსეთთან ხელს მოაწერს აშშ. ამჟამად სწორედ ასეთი კონსტრუქცია განიხილება, მაგრამ მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გრძელდება, ეს პროცესია“, – განაცხადა სიბიგამ.რაც შეეხება ევროპელების მონაწილეობას „სამშვიდობო დოკუმენტის“ დამტკიცებაში, როგორც სიბიგამ აღნიშნა, ევროპული მხარე წარმოდგენილია სამშვიდობო პროცესში და უსაფრთხოების გარანტიების შეთანხმებებში.მისივე თქმით, უსაფრთხოების გარანტიები იურიდიულად სავალდებულო ხასიათს უნდა ატარებდეს.„მნიშვნელოვანია, არსებობს თანხმობა გარანტიების რატიფიცირების აუცილებლობის შესახებ, კერძოდ, მათი რატიფიცირების შესახებ აშშ-ის კონგრესში“, – განაცხადა სიბიგამ.
1769543540
მისივე ინფორმაციით, 35 წლის ინა კარდაში ჟურნალისტის საფარქვეშ მოქმედებდა და პროფესიული კონტაქტების გამოყენებას უკრაინელ პოლიტიკოსებს, სამხედრო მოსამსახურეებსა და უცხოელ დიპლომატებს შორის კავშირების გასაფართოებლად ცდილობდა.გამომძიებლების თქმით, კარდაში კგბ-სთვის ჟურნალისტის საფარქვეშ 2015 წლიდან მუშაობდა. სინამდვილეში, ის ცდილობდა მთავარ სადაზვერვო დირექტორატში (GUR) შეღწევას და უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მებრძოლ ბელორუსებს და რუსებზე, ასევე კიევში მყოფ ჩინელ დიპლომატებზე ინფორმაციის შეგროვებას.მტკიცებულებების შეგროვების შემდეგ, უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუში მის საცხოვრებელ სახლთან ახლოს დააკავა. ჩამოართვეს სმარტფონი და ხმის ჩამწერი, რომელზეც მან საიდუმლო ინფორმაცია ჩაწერა. მას ბრალი უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 114-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯაშუშობა) წაუყენეს.თუ ინა კარდაშს სასამართლო დამნაშავედ ცნობს, მას თავისუფლების 15 წლამდე აღკვეთა და ქონების კონფისკაცია ემუქრება.სპეციალური ოპერაცია უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის პროცედურული ხელმძღვანელობით ჩატარდა.
1769543531
11:30 საათზე - იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, პროფესორი ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში" პრესკონფერენციას გამართავს.თემა: ახალი, "ნიპას" მომაკვდინებელი ვირუსი - როგორ ვრცელდება; სტატისტიკა; რას ვუფრთხილდეთ, როგორ დავიცვათ თავი - ყველაფერი ვირუსის შესახებ.მისამართი: ერწოს ქ.N11საკონტაქტო ნომერი: 599726565
1769543520
კუროყურადღება მიაქციეთ ახალ ნაცნობობას, ახალი მეგობრული კავშირები იმედს არ გაგიცრუებთ.ტყუპებიიყავით მტკიცე და გაბედული, ხმამაღლა გააჟღერეთ თქვენი იდეები და სურვილები, თუნდაც ამის გამო მცირე დაპირისპირება მოგიხდეთ ახლობლებთან.კირჩხიბიდროს ტყუილად ნუ დაკარგავთ და ნურავის შეცვლას ნუ მოინდომებთ, გახსოვდეთ, გულთან და ემოციებთან თამაში გართობის თემა არ არის.ლომიდღეს მეტი ყურადღება დაუთმეთ პირად საკითხებს, თუ მეორე ნახევარი არ გყავთ, ახლა შანსი გაქვთ შეხვდეთ მას.ქალწულინებისმიერ საქმეს თავს გაართმევთ. ეცადეთ, მეტი სითბო გამოიჩინოთ ოჯახის წევრების მიმართ, თქვენი სიმკაცრით ნებისმიერ ურთიერთობას ავნებთ.სასწორიდღეს, დიდია ალბათობა, მუშაობის ახალი მეთოდები აითვისოთ. შესაძლოა, სხვისი სამუშაოს შესრულებაც მოგიწიოთ, ამიტომ, ეცადეთ საღამოს ენერგიის აღდგენას მეტი დრო დაუთმოთ.მორიელითქვენი ხალისიანი და კარგი განწყობით, ირგვლივ მყოფებსაც გაამხიარულებთ, დღე პოზიტიური და ნაყოფიერია.მშვილდოსანიგაანებივრეთ ოჯახის წევრები და საკუთარი თავიც, ნუ დაივიწყებთ ზომიერებას, განსაკუთრებით, ფინანსურ სფეროში, ამის გათვალისწინებით, საყიდლებისთვის მშვენიერი დღეა.თხის რქადღეს ჩვეული საქმიანობით შემოიფარგლეთ. ეცადეთ, მეტი გულისხმიერება და მოთმინება გამოიჩინოთ ოჯახის ხანდაზმული წევრების მიმართ.მერწყულინუ იქნებით ზედმეტად ხელმომჭირნე, განსაკუთრებით, თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანების მიმართ.თევზებიიყავით გულწრფელი და ეცადეთ, სხვათა პრეტენზიებსა და უკმაყოფილებას მშვიდად შეხვდეთ, აუხსენით მათ თქვენი პოზიცია და მიენდეთ ინტუიციას.
1769537324
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 იანვარს, დმანისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა მეუღლე - 1983 წელს დაბადებული ე.ა.ბრალდებული თავად შეეცადა დაჭრილი კლინიკაში გადაეყვანა თუმცა, მიღებული დაზიანებების შედეგად ე.ა. გარდაიცვალა.ი.გ. პოლიციაში თავად გამოცხადდა და ჩადენილი დანაშაული აღიარა.სამართალდამცველებმა მამაკაცი ბრალდებულის სახით დააკავეს.პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
1769536315
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეწყალების აქტი შეეხო 57 მსჯავრდებულს, ხოლო 2 პირს მოეხსნა ნასამართლობა."საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს, ასევე სახელმწიფო ინტერესს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
1769531401
"27 იანვარს მსოფლიო პატივს მიაგებს ჰოლოკოსტის მილიონობით მსხვერპლის ხსოვნას - კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ გვერდს. უკრაინა უერთდება საერთაშორისო საზოგადოებას, რათა პატივი მიაგონ ნაცისტური რეჟიმის მრავალმილიონიანი მსხვერპლის ხსოვნას. ამ თარიღს უკრაინისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ჩვენს მიწაზე ჩადენილია ჰოლოკოსტის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დანაშაული. ბაბინ იარში, დრობიჩის იარში, უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში ნაცისტებმა 1,5 მილიონზე მეტი ებრაელი გაანადგურეს. ეს ტრაგედიები სამუდამოდ აღიბეჭდა ჩვენს კოლექტიურ მეხსიერებაში, როგორც საშინელი შეხსენება იმისა, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს სიძულვილმა და შეუწყნარებლობამ. უკრაინა ამაყობს თავისი ათასობით მოქალაქით, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე, ნათესავებისა და მეგობრების სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდეს და მეორე მსოფლიო ომის დროს ებრაელები ნაცისტური გენოციდისგან იხსნეს. მათ შორის არიან „ერთა შორის მართალნი“, რომელთა თავგანწირვა, ჰუმანურობა და წყალობა აწმყო და მომავალი თაობებისთვის მაგალითია.დღეს, როდესაც რუსეთის აგრესია უკრაინის მიწაზე დაბრუნდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უპრეცედენტო სისასტიკით, ჩვენ მადლიერები ვართ ყველა იმ ადამიანის, ერისა და ქვეყნის, ვინც ეხმარება უკრაინას ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაში, იცავს ადამიანებს აგრესიისა და ტერორისგან და იბრძვის დამნაშავეების სამართლიანი დასჯისთვის. ჰოლოკოსტის მრავალმილიონიანი მსხვერპლის ხსოვნის პატივისცემით, უკრაინა ადასტურებს თავის ერთგულებას ადამიანის ღირსების მიმართ პატივისცემის პრინციპებისადმი, მზადყოფნას, მტკიცედ ებრძოლოს ანტისემიტიზმის, ქსენოფობიის და დისკრიმინაციის ყველა სხვა ფორმის ფენომენებს. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ჰოლოკოსტის ისტორიული მეხსიერების შესანარჩუნებლად, ვუჭერთ მხარს საგანმანათლებლო ინიციატივებს და საერთაშორისო თანამშრომლობას ამ სფეროში. ჰოლოკოსტის ხსოვნა არა მხოლოდ წარსულისადმი ხარკია, არამედ ჩვენი მოვალეობაც მომავლის წინაშე. აღარასოდეს!" - აღნიშნულია განცხადებაში.
1769529571
“გვსურს, გამოვეხმაუროთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას საქართველოსთან დაკავშირებით.ცხადია, ვადასტურებთ პრეზიდენტ სანდუს მიმართ პატივისცემას, თუმცა: საქართველო დღეს იმართება რეჟიმის მიერ, რომლის მიზანმიმართულად მავნებლური და არაკომპეტენტური საგარეო პოლიტიკის გამო საქართველო ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს ჩამორჩა.ამის მიუხედავად, საქართველოს რუსულ ორბიტაზე დაბრუნების შემდგარ ფაქტად მიჩნევა აკნინებს ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს და ჩვენი საზოგადოების უმრავლესობის მტკიცე ევროპულ ორიენტაციას, ასუსტებს ჩვენი და ჩვენი მეგობარი ქვეყნების საერთო ძალისხმევას, საბოლოოდ დავაღწიოთ თავი რუსულ გავლენას და მოვიპოვოთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა.შესაბამისად, მნიშვნელოვანია ისტორიულად საქართველოს უახლოესმა პარტნიორმა სახელმწიფოებმა მხარი დაუჭირონ ქართულ საზოგადოებას, რომელიც ამ რთულ დროს გამორჩეული გამძლეობით აგრძელებს საკუთარი ევროპული მომავლის დაცვას.დარწმუნებულები ვართ, რომ მიუხედავად „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ავტორიტარული ხასიათისა, ქართული საზოგადოება, საქართველოს მოკავშირეებთან ერთად, შევძლებთ, დავიცვათ ჩვენი ქვეყნების ეროვნული ინტერესები და ჩვენი საერთო მიზნები", - აღნიშნულია განცხადებაში.მოლდოვას პრეზიდენტის მაია სანდუს განცხადებით, რუსეთმა საქართველო თავის ორბიტაზე დააბრუნა ომის შიშის იარაღის გამოყენებით და იმ გზავნილებით, რომ არჩევნებზე არასწორი არჩევანი მშვიდობის ფასად დაუჯდებოდათ.
ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დააკავეს
1769498406
მუხრანში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი
1769284321
მუხრანში 2 ადამიანი მანქანაში ჩაცხრილეს
1769271709
ვაჟა სირაძე - სამართალდამცველებმა რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავეს
1768559851
23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
1769110564