თბილისში, ოპერის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე სასტუმროდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.

დაღუპული 40 წლამდე მამაკაცია.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო სამუშაოების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.