რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობა - "ბოლომდე, გამარჯვებამდე!“ იმართება.

მათ თან აქვთ ბანერი წარწერით: "ბოლომდე, გამარჯვებამდე!“.

როგორც შეკრებილები აცხადებენ, პროტესტი აუცილებლად დასრულდება ქართველი ხალხის გამარჯვებით.

აქციის მონაწილეები ცოტა ხნით ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ოფისთან შეჩერდნენ, რომლის აივნიდან გადმოფენილი იყო ბანერი - "გადადგეს რუსული რეჟიმი".

მსვლელობის მონაწილეები საპარლამენტო არჩევნების ერთი წლისთავზე ახალ საპარლამენტო არჩევნებს და აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლებას.

საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები პარლამენტთან მივლენ, სადაც საპროტესტო აქციები 333 დღეა, ყოველდღიურად იმართება.