თბილისში, ალ.ყაზბეგის 53-ში სილამაზის სალონი "Atelier 13 -Beauty Industry” გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს მრავალფეროვან და თანამედროვე სერვისებს სთავაზობს. 

სალონში თავმოყრილია სილამაზის ინდუსტრიის სხვადასხვა მიმართულება, რაც სტუმრებს საშუალებას აძლევს, ერთ სივრცეში მიიღონ სრული მომსახურება.

სალონის მომსახურებებს შორისაა თმის შეჭრა და შეღებვა, ვარცხნილობები, მანიკიური, პედიკიური, ვიზაჟი, წარბებისა და წამწამების მოვლა, კოსმეტოლოგიური პროცედურები, ლაზერული ეპილაცია და  სხვა სერვისები. 

თითოეული პროცედურა სრულდება პროფესიონალი სპეციალისტების მიერ, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მაღალი ხარისხის პროდუქციის გამოყენებით.

სალონი ორიენტირებულია მომხმარებლის კომფორტსა და ინდივიდუალურ მიდგომაზე. თანამედროვე ინტერიერი, სასიამოვნო გარემო და კვალიფიციური გუნდი სტუმრებს განსაკუთრებულ გამოცდილებას სთავაზობს.

სალონის წარმომადგენლების განცხადებით, მათი მთავარი მიზანია მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება და იმ სივრცის შექმნა, სადაც თითოეული სტუმარი თავს განსაკუთრებულად იგრძნობს.