112-ის დირექტორმა გიორგი არსოშვილმა თანამდებობა დატოვა.

ამის შესახებ შსს-სთან დაკავშირებული Facebook-გვერდი "ყველაფერი პოლიციის შესახებ" ავრცელებს,

მათი ინფორმაციით, “არსოშვილმა თანამდებობა საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა და გადავიდა კადრების განკარგულებაში“.

"საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის 112-ის დირექტორმა გიორგი არსოშვილმა დაკავებული თანამდებობა, რომელსაც 2019 წლიდან დღემდე იკავებდა, საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა და გადავიდა კადრების განკარგულებაში", - წერია გვერდზე.