თბილისში ყოველკვირეული საპროტესტო მარში იმართება.

ფილარმონიასთან მყოფ მოქალაქეებს შეუერთდება მარში სოლოლაკიდან.

ასევე, საპროტესტო მსვლელობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი შენობიდან მართავენ სტუდენტებიც.

მარშის მონაწილეები პარლამენტთან მივლენ.

მსვლელობას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეუერთდა. მისი თქმით, ის ქუჩაში ახალგაზრდებისა და ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად დგას.