საფრანგეთი საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული გახდა. ქვეყანას კონკურსზე ლუ დელუზი წარმოადგენდა.

საფრანგეთმა ჟიურისგან 152 ხმა მიიღო, ონლაინ ხმებით – 96 ქულა.

უკრაინის წარმომადგენელმა კიევიდან 10 წლის სოფია ნერსესიანმა, საბავშვო ევროვიზიის ფინალში 177 ქულით მეორე ადგილი დაიკავა, მან მაყურებლისგან ყველაზე მეტი - 98 ქულა მიიღო.

საქართველო კონკურსზე მესამე ადგილზე გავიდა. ანიტა აბგარიანმა ჟიურისგან 121 ქულა მიიღო, ხოლო ონლაინ ხმებით – 55.

საბავშვო ევროვიზია 2025 საქართველომ მეორედ უმასპინძლა. კონკურსში 18 ქვეყანა მონაწილეობდა.