ტელეწამყვან ვახო სანაიას Facebook-ზე დაწერილი პოსტების გამო 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. 

გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა გამოაცხადა.

ჟურნალისტი პროცესზე არ მისულა, უარი თქვა ადვოკატის აყვანაზეც.

იქამდე "ფორმულას" წამყვან ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შალვა პაპუაშვილისა და ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო აგვისტოში ჰქონდა შეფარდებული.