ასე თუ გაგრძელდა, ვფიქრობ, მომიწევს კონსტიტუციით დაცული პირადი ღირსების ხელშეუხებლობის დაცვაზე და ცილისწამებაზე სასამართლოსადმი მიმართვა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მომღერალი რატი დურგლიშვილი წერს.

"მივესალმები ჩემს მსმენელს სიყვარულით და პატივისცემით. არ შემიძლია არ გამოვეხმაურო პირველად და ამავდროულად ბოლოჯერ, ჩემს წინააღმდეგ გავრცელებულ ჭორებს. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული იმუნიტეტი მაქვს ყველანაირი სახის ჭორზე ამჯერად, ზღვარს გადასცდა ეს კამპანია, რადგან არამარტო ჩემს პირად ცხოვრებას ეხება, არამედ ასეთი სახის ჭორებით ხდება ჩემი შრომის, საქმიანობის გაუფასურება, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

ასე თუ გაგრძელდა, ვფიქრობ, მომიწევს კონსტიტუციით დაცული პირადი ღირსების ხელშეუხებლობის დაცვაზე და ცილისწამებაზე სასამართლოსადმი მიმართვა.

პ.ს. რაც შეეხება ჩემს კერძო სახლს, ის მხოლოდ ჩემი უდიდესი ფიზიკური შრომისა და საკმაოდ სოლიდური საკრედიტო ისტორიის დამსახურებაა", - წერს დურგლიშვილი.