კი გვიმტკიცებენ, რომ უკანონო ქიმიური საშუალებები არ გამოუყენებიათ აქციების დარბევისას, მაგრამ საკმარისია გახარიასავით ვინმეს დასჯა დასჭირდეთ, უცებ გამოცხვება ბრალდება უკანონო საშუალებების გამოყენებაზე, - ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

მისივე თქმით, ახლა აღმოჩნდა, რომ გახარიას მიმართ ერთ-ერთ მთავარ ბრალდებად, იგივე „ქართული ოცნება“ 20 ივნისის ღამეს გამოყენებულ მეთოდებს იყენებს.

"2019 წლის 20 ივნისის ღამეს რომ უამრავ ადამიანს მიადგა ჯანმრთელობის სერიოზული ზიანი და სრულიად შეუსაბამო საშუალებების გამოყენება მოხდა, ამაზე მაშინ ხელისუფლება და „ქართული ოცნების“ მომხრეები ამტკიცებდნენ, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა და გახარია პრემიერადაც დააწინაურეს. ახლა აღმოჩნდა, რომ გახარიას მიმართ ერთ-ერთ მთავარ ბრალდებად, იგივე „ქართული ოცნება“ 20 ივნისის ღამეს გამოყენებულ მეთოდებს იყენებს (სხვათა შორის, ჯანდაცვის სამინისტროს და საზ. ჯანდაცვის უწყებებს არც მაშინ ამოუღიათ ხმა და მათი მთავარი ფუნქცია - პოპულაციის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, არც მაშინ შეასრულეს). 

ჰოდა ახლა კი გვიმტკიცებენ, რომ უკანონო ქიმიური საშუალებები არ გამოუყენებიათ აქციების დარბევისას, მაგრამ საკმარისია გახარიასავით ვინმეს დასჯა დასჭირდეთ, უცებ გამოცხვება ბრალდება უკანონო საშუალებების გამოყენებაზე, სრულიად „საქოცეთიც“ რობოტებივით მონოტონურად აჰყვება და იმავე შემართებით დაგვიმტკიცებს (დაზეპირებული მესიჯბოქსით), რომ იმ ვიღაც „განტევების ვაცმა“ ხალხი დაწამლა აქციებზე. ასე მარტივადაა საქმე“, - წერს მაია ბუწაშვილი.