აფხაზეთის ა/რ მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის ორგანიზებით 13 იანვარს, 12:00 საათზე მაგიდის ჩოგბურთში ტურნირი "მედია თასი 2024“ გაიმართება.

ტურნირის ორგანიზების მიზანია ქვეყანაში მაგიდის ჩოგბურთის პოპულარიზაცია.

ტურნირი გაიმართება ინდივიდუალურ თანრიგში.

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სიგელებით მედლებითა და საჩუქრებით. გამარჯვებულს გადაეცემა "მედია თასი 2024“.

ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ ტელეკომპანიებში დასაქმებული პირები (ჟურნალისტები, ოპერატორები და სხვ.)

ტურნირი გაიმართება სპორტკომპლექს "განთიადში“, მისამართზე ბაბუციძის ქ. N2

ტურნირზე რეგისტრაცია შესაძლებელია facebook გვერდზე (https://www.facebook.com/profile.php?id=100069333432130) ან ტელეფონის ნომრებზე - 592023032, 568 910 935