14 ოქტომბერს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეოთხე  ტურის შეხვედრას ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. 

მატჩი 20:00 საათზე დაიწყება. 

თამაშს დისკვალიფიკაციის გამო გიორგი ქოჩორაშვილი გამოტოვებს. უკრაინასთან შეხვედრის ბოლო წუთებზე კუნთმა შეაწუხა ოთარ კიტეიშვილი, მაგრამ ვილი სანიოლის თქმით, ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშის პრობლემა დაღლილობით იყო გამოწვეული და კიტეიშვილი წესით, შეხვედრისთვის მზად იქნება.

ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებს მხოლოდ ორი თამაში აქვს წაგებული. ამ ტურნირზე "ჯვაროსნების“ საერთო მაჩვენებელი ასეთია: 21 მატჩი, 13 მოგება, 6 ფრე, ბურთები: 39-13.