თურქეთის ქალაქ სტამბოლში მკლავჭიდში East vs West ღონისძიება გაიმართა, სადაც ლევან საგინაშვილმა ლეგენდარული მკლავჭიდელი დევონ ლარატი უშანსოდ, 4:0 დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი მოიპოვა.

"პირველ რიგში მადლობა ყველას მობრძანებისთვის და გულშემატკივრობისთვის. რაც შეეხება დევონს და პირველ რაუნდს, ის ძალიან გაძლიერებულია და პირველი რაუნდი მართლაც რთული იყო. შემდეგ ხელი გამიხურდა და გამარჯვება შევძელი. დევონი ღირსეული მეტოქეა”, - განაცხადა ლევან საგინაშვილმა.

საჩემპიონო ქამრები ასევე კიდევ ორმა ქართველმა მკლავჭიდელმა ირაკლი ზირაქაშვილმა და დავით სამუშიამ მოიპოვეს.