09:30 საათზე - სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში დიღმის ჭალების რეაბილიტაციის სტრატეგიისთვის მომზადებული რეკომენდაციების საჯარო განხილვა გაიმართება.

საკონტაქტო პირი: ანა ტრაპაიძე - 595 93 99 35

10:00 საათზე - საპარლამენტო უმრავლესობის/ფრაქცია „ქართული ოცნების" ლიდერი მამუკა მდინარაძე და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტური თვითმმართველობების ხელმძღვანელებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს გააცნობენ.

მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი

(B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

 

11:00 საათზე - 12 საზოგადოებრივი ორგანიზაციის კოალიციის, პირველი შუალედური ანგარიშის - სტატუსმეტრის პრეზნტაცია გაიმართება. (მედიისთვის კომენტარები 10:30 საათზე გაკეთდება) სტატუსმეტრის პრეზენტაციას ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი გახსნის.

თემა: რა გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ 2023 წლის ნოემბრიდან დღემდე ევროკავშირის მიერ გაწევრების მოლაპარაკების დასაწყებად მიცემული 9 ნაბიჯის შესასრულებლად.

მისამართი: სასტუმროში GINGER პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩა # 49

საკონტაქტო პირი: თეა ღვინაძე - 595 566 244

 

11:30 საათზე - მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში "ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის" თავმჯდომარის, ვახტანგ იობაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: "საწვავის ბაზარზე არსებული ვითარება: რატომ გაძვირდა საწვავი და გაგრძელდება, თუ არა გაძვირების ტენდენცია".

მისამართი: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო ნომერი: 593 53 45 24