14:00 საათზე - ახმეტელის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე ხელახალი არჩევნებისა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართება.
მოქალაქეები პოლიციის შენობისკენ მსვლელობით გაემართებიან.
მისამართი: გლდანი, ვეკუას 4
14:00 საათზე - ახმეტელის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე ხელახალი არჩევნებისა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართება.
მოქალაქეები პოლიციის შენობისკენ მსვლელობით გაემართებიან.
მისამართი: გლდანი, ვეკუას 4
1775195983
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 301 260 (+1 230) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 03.04.26-მდე: ტანკები – 11 833 (+3), ჯავშანტექნიკა – 24 340 (+6), საარტილერიო სისტემები – 39 293 (+65), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 713 (+0).საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 338 (+0), თვითმფრინავები – 435 (+0), ვერტმფრენები – 350 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 214 629 (+1 236), ფრთოსანი რაკეტები – 4 491 (+0).მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 33 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 86 950 (+177), სპეციალური ტექნიკა – 4 109 (+2).
1775195603
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 აპრილს, მარნეულში, წარსულში მომხდარი უთანხმოების გამო დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას - 2005 წელს დაბადებულ ე.ბ.-ს, ცივი იარაღის გამოყენებით, ყელის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.დაჭრილი მამაკაცი მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ე.ი. დანაშაულის ჩადენიდან მალევე ბრალდებულის სახით დააკავეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 15 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
1775159128
"ჯარისკაცების, პატიმრების, ბავშვების კვებიდან მოპარული ფული არ ეყოთ, ახლა მოხუცებს პარავენ ლუკმას უფასო სასადილოებიდან… ანუ მილიონების კეთება სკვერების მოწყობით და გზების დაგებით, მშენებლობებისთვის კოეფიციენტების გაზრდით, ტენდერების თავიანთ ინტერესებზე მორგებით და გაყალბებით თურმე არ გყოფნით …გაუმძღარნი კიდევ უნდა გამდიდრდეთ ჩვენი ყველაზე დაუცველი მოქალაქეების ხარჯზე!!!სირცხვილის განცდა არ არსებობს!არც პასუხისმგებლობის შეგრძნება.ქალაქის მერი ალბათ კიდევ გვეტყვის, რომ მისი კომპეტენცია არ არის და არაა ვალდებული პასუხი აგოს მის დაქვმდებარებაში არსებულ უწყებებში ჩადენილ დანაშაულზე! არც დაღუპულ ბავშვებზე! არც მოპარულ მილიონებზე!აბა რაზეა პასუხისმგებელი, რას ნიშნავს მერის მანდატი და ხალხის წინაშე ანგარიშის წარდგენის ვალდებულება?ნებისმიერ წესიერ ქვეყანაში გადამდგარი იქნებოდა საკუთარი თავის ოდნავ მაინც პატივისმცემელი,ღირსეული ქალაქის თავი! მაგრამ სადაა ღირსება?ღირსეული ვერ გაბედავდა ხალხის დაცინვას - წალენჯიხაში ძვირად ღირებულ ავტომობილებით რბოლას!თუმცა ამათგან დიდი ხანია არც ღირსებას, არც პასუხისმგებლობას აღარ ველოდებით!", - წერს ზურაბიშვილი.
1775158991
კელოგმა გააკრიტიკა ნატოში მოკავშირეები ირანში კონფლიქტთან დაკავშირებით მათი პოზიციის გამო და ორგანიზაციას "მშიშარა" უწოდა.ის მიიჩნევს, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა გადახედოს არსებულ პარტნიორობას და განიხილოს ბლოკიდან გასვლა."შესაძლოა, ახალი ნატო, ახალი თავდაცვის სისტემა გვჭირდება“, - განაცხადა გენერალმა.მან გაიხსენა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-13 მუხლი, რომელიც ნებისმიერ ქვეყანას საშუალებას აძლევს, დატოვოს ალიანსი ოფიციალური შეტყობინებიდან ერთი წლის შემდეგ.კელოგმა შესთავაზა ალიანსების შექმნა იმ ქვეყნებთან, რომლებიც ნამდვილად მზად არიან საბრძოლველად. პოტენციურ პარტნიორებს შორის მან იაპონია, ავსტრალია, პოლონეთი და განახლებული გერმანია დაასახელა. მან ასევე ცალკე აღნიშნა უკრაინის როლი."მათ შორის უკრაინაც, რომელმაც ასევე დაამტკიცა, რომ კარგი მოკავშირეა", - აღნიშნა კელოგმა.ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომაც იგივე მოსაზრება გამოთქვა. მან ალიანსში არსებულ მდგომარეობას "საშინელი" უწოდა და აღნიშნა, რომ აშშ-მა ფუნდამენტურად უნდა გადახედოს, თუ რომელ პარტნიორებს შეუძლია რეალურად დაეყრდნოს კრიტიკული მისიებისთვის.აშშ-ის ალიანსიდან შესაძლო გასვლის შესახებ დისკუსიები მას შემდეგ გაძლიერდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორგანიზაციას ღიად "ქაღალდის ვეფხვი" უწოდა. მან ევროპელი პარტნიორები დაადანაშაულა იმაში, რომ არ სურდათ სამხედრო პასუხისმგებლობის აღება, განსაკუთრებით უსაფრთხოების თვალსაზრისით, გლობალური ნავთობის ფასების შესამცირებლად.სიტუაცია 2026 წლის 1 აპრილს გამწვავდა, როდესაც თეთრმა სახლმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ნატოდან გასვლის საკითხს განიხილავდა. ამის მიზეზი მოკავშირეების უარი იყო ირანის წინააღმდეგ ამერიკული ოპერაციის მხარდაჭერაზე, რასაც ტრამპი საერთო უსაფრთხოების ინტერესების ღალატად მიიჩნევს.
1775158981
12:00 საათზე - სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომა გაიმართება.ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307) 13:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება.
1775158880
კუროშესაძლოა, გაიცნოთ საინტერესო ადამიანი, რომელთან ურთიერთობაც საკმაოდ სარგებლიანი იქნება სამომავლოდ, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით, ან შესაძლოა ახალი საქმიანობაც წამოიწყოთ ერთობლივად.ტყუპებისხვადასხვა მოვლენებით დახუნძლული დღეა. დიდია ალბათობა, აღმოჩნდეთ საჭირო დროს, საჭირო ადგილას. ენდეთ თქვენს ინტუიციას და დარწმუნებული იყავით თქვენი ჩანაფიქრს რეალიზებაში.კირჩხიბიდღეს, დიდ ძალისხმევას გამოიჩენთ საკუთარი გეგმების რეალიზებისთვის. ახლა მზად ხართ ნებისმიერი გზით მოიპოვოთ გამარჯვება.ლომიხასიათის ცვალებადობა და განწყობის არამდგრადობა საშუალებას არ მოგცემთ, დაკავდეთ მნიშვნელოვანი საქმეებით. სასურველია, მეტად დაისვენოთ და სერიოზული გადაწყვეტილებები სხვა დროისთვის გადადოთ.ქალწულიდიდია გაღიზიანების და წვრილმანი გაუგებრობების ალბათობა, ყველაფერი შეიძლება, ცოტა გაზვიადებულად მოგეჩვენოთ. კარგი იქნება, თუ ნეგატიურ დეტალებზე ნაკლებ კონცენტრაციას მოახდენთ.სასწორიშეეცადეთ, ნაკლებად მიიპყროთ სხვათა ყურადღება და აკონტროლოთ თქვენი ემოციები, მოერიდეთ უსიამოვნო თემებზე კამათს, რათა თავიდან აიცილოთ მწვავე დაპირისპირებები.მორიელისასურველია, დაკავდეთ ოჯახზე ზრუნვითა და საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებით, აი, მნიშვნელოვანი საქმეები სხვა დროისთვის, სჯობს, გადადოთ, რადგან, დიდი ალბათობით, სასურველ შედეგს ახლა ვერ მიიღებთ.მშვილდოსანიაჩქარებით და არათანმიმდევრული ნაბიჯებით, დიდ წინააღმდეგობას გადაეყრებით. არის ალბათობა, თქვენი უყურადღებობით, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოთ საკუთარ თავს.თხის რქაფინანსური კუთხით, მოულოდნელი წარმატებებია მოსალოდნელი, რაც საშუალებას მოგცემთ, აღიდგინოთ შინაგანი წონასწორობა და ხელში აიღოთ მართვის სადავეები.მერწყულიირგვლივ მყოფები ეჭვით და უნდობლობით შეხვდებიან თქვენს წინადადებებს, კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით, თუ მშვიდად აუხსნით ყველას თქვენს იდეებს, ყველაფერი წარმატებით დასრულდება.თევზებიმიჰყევით შექმნილ ვითარებას და თქვენს სასარგებლოდ გამოიყენეთ გაჩენილი შანსები. თქვენს ირგვლივ განვითარებული მოულოდნელი ცვლილებები ეფექტურ შედეგზე გაგიყვანთ.
1775150400
გუტერეშის თქმით, რეგიონში კრიზისი უკვე მეორე თვეა, გრძელდება, მსხვერპლის რაოდენობა, ნგრევის მასშტაბები და მშვიდობიან მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება."ჩვენ უფრო ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზე ვდგავართ, რომელიც მთელ ახლო აღმოსავლეთს მოიცავს და მთელი მსოფლიოსთვის დრამატულ შედეგებს მოიტანს“, - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა.მისივე თქმით, კონფლიქტი უკვე რეგიონის ფარგლებს სცდება. ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა ყველაზე დაუცველ ქვეყნებს აზარალებს - ფილიპინების, შრი-ლანკის, მოზამბიკის და სხვა ქვეყნების ჩვეულებრივი მოსახლეობა საკვებისა და საწვავის ფასების ზრდის შედეგებს განიცდის.გაეროს გენერალურმა მდივანმა კონფლიქტის ყველა მხარეს კონკრეტული მოთხოვნებით მიმართა: შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა უნდა შეწყვიტონ ომი, რომელიც ისედაც იწვევს უზარმაზარ ადამიანურ ტანჯვას და ანგრევს რეგიონის ეკონომიკას; ირანმა უნდა შეწყვიტოს მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმები; ყველა მხარემ პატივი უნდა სცეს სახელმწიფოების სუვერენიტეტს, დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის ბირთვული ობიექტები; უზრუნველყოს გადაზიდვების თავისუფლება.გუტერეშმა აღნიშნა, რომ მშვიდობიანი მოგვარების დიპლომატიური მცდელობები გრძელდება. მისი პირადი წარმომადგენელი ჟან არნო რეგიონში მიემგზავრება."კონფლიქტები თავისით არ მთავრდება. ისინი მთავრდება მაშინ, როდესაც ლიდერები დიალოგს დესტრუქციის ნაცვლად ირჩევენ. ეს არჩევანი კვლავ არსებობს. და ის ახლავე უნდა გაკეთდეს“, - განაცხადა გენერალურმა მდივანმა.
1775145027
ახალგაზრდა მამაკაცს ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა ყელის არეში ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა. მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს 26 მარტს ქორწილი ჰქონდა.
22 მარტს თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება
1774099321
21 მარტს თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება
1774026579
პეტრე ცისკარიშვილი - ეს ორი რეჟიმი როცა მაქსიმალურად დასუსტდება და დასრულდება, მაშინ იქნება მიშა თავისუფალი
1774256748
"ღრმად სიმბოლურია, რომ ერთსა და იმავე დროს პატრიარქი ილია და პატრიარქი ფილარეტი დატოვებენ ამ სამყაროს"
1774179644
მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I საქართველოში ჩამოვიდა
1774166503