ინგუშეთში გარდაიცვალა მოხალისე, რომელიც დაკარგული 8 წლის ბავშვის ძებნაში მონაწილეობდა და პირადად ამოიყვანა მისი ცხედარი მდინარიდან. ის 19 წლის იყო.

არსებული ინფორმაციით, ცხედრის წყლიდან ამოყვანის შემდეგ, მოხალისე დაღესტანში, საკუთარ სახლში დაბრუნდა, რის შემდეგაც მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.

8 წლის ხიზირ დერბიჩევი ორ მეგობართან ერთად მდინარის სანაპიროზე იმყოფებოდა, როდესაც ერთ-ერთი ბიჭი ძლიერი დინების გამო წყალში ჩავარდა, ხიზირი კი მის გადასარჩენად მდინარეში შევიდა. მეგობრის გადარჩენა შეძლო, თავად კი ძლიერმა დინებამ გაიტაცა და მის ცხედარს რამდენიმე დღის ძებნის შემდეგ მიაგნეს. ოპერაციაში რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობდა.

ტრაგედია 15 ივნისს ნაზრანის რაიონის სოფელ იანდარეში მოხდა.