ბიზნესმენი თემურ უგულავა გარდაიცვალა. ბიზნესმენი ბოლო პერიოდის განმავლობაში ფილტვის სიმსივნის მძიმე ფორმას ებრძოდა. 

არსებული ინფორმაციით, ის ამერიკის შეერთებულ შტატებში გარდაიცვალა.

თემურ უგულავას დაფუძნებულია "აჭარა ჯგუფი", რომელიც საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სასტუმროთა ქსელს აერთიანებს, ჯგუფის მიერ შექმნილია ქართული ბრენდები "რუმსი" და "სტამბა". ჯგუფი ასევე მართავს თბილისის "ჰოლიდეი ინს". ასევე, "აჭარა ჯგუფი" მართავს თბილისის სპორტის სასახლეს.

ჰოლდინგის პროექტებს შორისაა "რადიო ქალაქი" და "ფაბრიკა", ასევე ქოვორქინგის სივრცე D Block.