10:00 საათზე - საქართველოში აზიის, ევროპისა და წყნარი ოკეანის ქვეყნებისთვის ბიომრავალფეროვნების დაფინანსების შესახებ რეგიონული დიალოგის 10 წლის იუბილე აღინიშნება.

ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი გახსნის. კონფერენციას 70-ზე მეტი ბიომრავალფეროვნების ფინანსური ექსპერტი და 18 ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელი დაესწრება.

მისამართი: წინანდალი, სასტუმრო „Tsinandali Estate, A Radisson Collection Hotel“

11:00 საათზე - მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, "იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს" სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორის ივანე ჩხაიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: "გრიპის გახანგრძლივებული სეზონი: რა ტიპის ვირუსები ცირკულურებს, როგორია ავადობის მაჩვენებელი და კლინიკებში მიმართვიანობა.

ყივანახველას შემთხვევების მატება ბავშვებში".

მისამართი: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო ნომერი: 593 53 45 24

 

11:45 საათზე - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

 

12:00 საათზე - საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი

 

15:00 საათზე - პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N616

(C კორპუსი, VI სართული)