09:30 საათზე - საქართველოს პარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ორგანიზებით, კონფერენცია თემაზე - „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ - მეორე ნაწილი გაიმართება.

მისამართი: რესპუბლიკის მოედანი N6, საკონფერენციო სივრცე „რესპუბლიკა“

10:00 საათზე - ხელვაჩაურში, „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრები და მიშა ბოლქვაძე აქციას გამართავენ.

თემა: საკრებულოს თავმჯდომარის და მოადგილის მივლინების ხარჯები მერიის ბიჯეტიდან

საკონტაქტო პირი: მიშა ბოლქვაძე - 577032105

 

10:30 საათზე - მეოთხე სკოლასთან, საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე, პარტიის წევრი ლაშა ტყეშელაძე და “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი ნანა ტოხვაძე ბრიფინგს გამართავენ.

თემა: სასკოლო ინფრასტრუქტურა, როგორი მოუმზადებელი ხვდება განათლების სამინისტრო სკოლის დაწყებას

მისამართი: ცოტნე დადიანის 19

საკონტაქტო პირი: ირაკლი ნადირაძე - 599 63 11 55

 

10:30 საათზე - "საფარი“ სქესობრივი დანაშაულების შესახებ პრესკონფერენციას გამართავს.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც პრაქტიკოსი იურისტები და უფლებადამცველი ორგანიზაციები, ისე სახელმწიფო სტრუქტურების - საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები. კონფერენციაზე საკუთარ მოხსენებას წარადგენს სახალხო დამცველის წარმომადგენელიც.

მისამართი: თავისუფლების მოედანი #4, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტი.

 

11:00 საათზე - პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N534

(C კორპუსი, V სართული)

 

11:00 საათზე - ბათუმში, "ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში, პარტიის წევრი კახა მიქელაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: "აფხაზეთი საქართველოა" 27 სექტემბერს აქციის ანონსი

მისამართი: ბათუმი, ვ. გორგასალის N28

საკონტაქტო პირი: კახა მიქელაძე - 551 747 466

 

11:00 საათზე - პრემიერის ჩარტერული რეისის შესახებ ახალ დეტალებს, პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრი თაზო დათუნაშვილი, მედიას პარტიის ცენტრალურ ოფისში საგანგებო ბრიფინგზე გააცნობს.

 

11:30 საათზე - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ დირექტორი, გიორგი კობიაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: „ვითარება მას შემდეგ, რაც შინაური ცხოველების გასეირნების წესი გამკაცრდა - როგორ იცავენ რეგულაციას და როგორია დაჯარიმების მხრივ არსებული მდგომარეობა“.

მისამართი: კოსტავას ქ.47/57

საკონტაქტო ნომერი: 593 53 45 24

 

14:00 საათზე - გაეროს სპეციალური მომხსენებელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების საკითხში გერარდ ქუინი სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ პრესკონფერენციას გამართავს.

მისამართი: თავისუფლების მოედანი 4

საკონტაქტო პირი: მერი მახარაშვილი - 599 50 01 37

 

14:30 საათზე - საქართველოს პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის დარბაზი

(C კორპუსი, V სართული)

14 სექტემბერს, 18:00 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრში „დიასპორის სახლის“ ორგანიზებით, რიგით მე-8 საერთაშორისო პროექტ „თანამემამულეების“ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება.

საკონტაქტო: 511 11 01 95; 577 10 08 30

 

19:00 საათზე - „ფაბრიკას“ საკონფერენციო სივრცეში გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი, გამომცემლობა „პალიტრა L“-თან და „ბი ჯი ერა გეიმსთან“ თანამშრომლობით, ევროკავშირის მხარდაჭერით, სამაგიდო თამაშის „პერსონას“ პრეზენტაციას გამართავს.

მისამართი: ე. ნინოშვილის ქ. 8

საკონტაქტო პირი: სალომე ბენიძე - 577 211 300