11:00 საათზე - ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი ბრიფინგს გამართავს.

მისამართი: შიო ჩიტაძის ქ.11

საკონტაქტო პირი: თამარი სიმონია - 575 778 166

12:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

13:00 საათზე - ორგანიზაციის "აირჩიე ევროპა" დამფუძნებელი ხათუნა ლაგაზიძე და სხვა თანადამფუძნებლები ბრიფინგს გამართავენ.

მისამართი: კოსტავას 75გ

 

15:30 საათზე - სასტუმრო Hilton Garden Inn-ში ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმისა და მედიის თავისუფლების სწრაფი რეაგირების პარტნიორი ორგანიზაციების მიერ საქართველოში ორდღიანი მისიის შემდეგ, პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: “მისიის ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები. მათ შორის, განიხილება შემდეგი საკითხები: საპარლამენტო არჩევნების წინ მედიაგარემო; მედიის პლურალიზმი და მედია მფლობელობის და დაფინანსების გამჭვირვალობა; „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონი და ა.შ”.

მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი 64ა, სასტუმრო Hilton Garden Inn, ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზი.