10:30 საათზე - იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, პროფესორი ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: „ქვეყანაში სხვადასხვა ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი; რა ვირუსია დომინანტური; რეკომენდაციები გართულების თავიდან ასარიდებლად“.

მისამართი: ერწოს ქ.N7

 

11:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში თამაზ ელიზბარაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

11:00 საათზე - საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, კორნელის უნივერსიტეტთან (Cornell University) პარტნიორობითა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) მხარდაჭერით, ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალიზებული კურსს გახსნის.

მისამართი: თინათინ ვირსალაძის I ჩიხი N1. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საკონტაქტო ნომერი: 555 451 001