10:00 საათზე - “ერთიანობის” საბურთალოს ოფისში, "ერთიანობის" ლიდერები - ლაშა ბაქრაძე, გია ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე განცხადებას გააკეთებენ.

თემა: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულების შეჩერება.

მისამართი: საბურთალო, სააკაძის მე-2 გასასვლელი 10, სართული 4

საკონტაქტო პირი: ირაკლი გაბისონია - 555 602 634

11:00 საათზე - პარტია "ლელო საქართველოსთვის" პარლამენტში ბრიფინგს გამართავს.

თემა: სასამართლომ შეაჩერა პრეზიდენტის მიერ გამოცემული აქტი იუსტიციის საბჭოში წევრის დანიშვნის თაობაზე.

 

11:00 საათზე - "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" შტაბის ოფისში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი და პარტიის ეკონომიკურ საკითხთა მდივანი ნიკა ობოლაძე ბრიფინგს გამართავენ.

თემა: "რუსული კანონის მიღების შემდეგ გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობა".

მისამართი: სააკაძის დაღმართი მეორე გასასვლელი #4

საკონტაქტო პირი: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

 

11:00 საათზე - თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან „ლელოს“ წევრები საბა ბუაძე, სიმონ ჯანაშია, ნიკა ჩერქეზიშვილი და მანჩო ღვინჯილია ბრიფინგს გამართავენ.

თემა: "განათლების სისტემაში პოლიტიკური ნიშნით დევნა“.

 

11:30 საათზე - მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: "ვითარება ოკუპირებული აფხაზეთში: ე.წ. "აპარტამენტების შესახებ კანონპროექტის" დამტკიცების პროცესი და ადგილობრივების მწვავე პროტესტი. რა საფრთხეს უქმნის ე.წ. კანონპროექტი ოკუპირებულ რეგიონს".

მისამართი: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო ნომერი: 593 53 45 24

 

15:00 საათზე - სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ის საკონფერენციო დარბაზში, კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა და კომპანია „პარვუს ჯგუფი“ აბიტურიენტებს და დაინტერესებულ პირებს ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის ახალი საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციაზე ეპატიჟება.