კაცმა, რომელსაც 7 მილიარდი დოლარი აქვს, ერთ “ჩიხურას” ვერ მიხედა და ქვეყნის მიმხედვარი რომ ვერ იყო, ამით მაინც ვერ უნდა მივმხვდარიყავით? - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე წერს. 

"საჩხერის გუნდი, რომელიც 2018 წელს უმაღლეს ლიგაში გამოდიოდა, მერე მეორე ლიგაში გავარდა, მერე მესამეში, მერე მეოთხეში და აქაც ყველა თამაშს აგებს. აქედან სად შეიძლება გავარდეს არ ვიცი, მეხუთე ლიგა არ არსებობს.

სჭირდებოდა რაღაც მომენტში - გამოიყენა და მერე მოისროლა. ასე ექცევა ყველაფერს, ადამიანებსაც", - წერს გოცირიძე.