თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, საწვავმზიდს ერთ-ერთი კომპანიის ანძისთვის საწვავი გადაჰქონდა, რა დროსაც ის სიმაღლიდან გადავარდა.
მძღოლი ადგილზე დაიღუპა.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
ფოტო: "მთავარი"
თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, საწვავმზიდს ერთ-ერთი კომპანიის ანძისთვის საწვავი გადაჰქონდა, რა დროსაც ის სიმაღლიდან გადავარდა.
მძღოლი ადგილზე დაიღუპა.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
ფოტო: "მთავარი"
1726509314
"ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროს მიერ ოთხი პირისადმი, შსს-ს მაღალჩინოსნებისა და "ალტინფოს" წარმომადგენლებისადმი დაწესებული იქნა არა სავიზო, არამედ საფინანსო სანქციები, ისეთი სახის, როგორიც იქნა დაწესებული ყოფილი გენერალური პროკურორის, ფარცხალაძის მიმართ. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ბანკები, რომლებიც ამ პირებს ხვალიდან მოემსახურებიან, მოექცევიან საერთაშორისო სანქციების ქვეშ.ეროვნულმა ბანკმა ფარცხალაძის საქმესთან დაკავშირებით მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც სანქციების აღსრულება საქართველოს მოქალაქეების მიმართ მოხდება მხოლოდ ქართული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ. დღეიდან ქართული ბანკები წინააღმდეგობაში ვარდებიან - დაიცვან ეროვნული ბანკის დადგენილება თუ დაექვემდებარონ საერთაშორისო სანქციებს.კომერციულმა ბანკებმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ სანქციის აღსრულება ამ პირთა მიმართ, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი ქვეყნის საბანკო სისტემა აღმოჩნდება საერთაშორისო იზოლაციაში, რაც ფინანსური სისტემის კოლაფსის ტოლფასი იქნება", - წერს გოცირიძე.აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა შსს-ს მაღალჩინოსანი ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, ასევე “ალტ-ინფოს” ორი წევრი – ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია დაასანქცირა.
1726507070
ნიკოლ ფაშინიანი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააცილა.მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძემ სომეხ კოლეგას, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.ოფიციალური ვახშმის დასრულების შემდეგ ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ.
1726502331
მისივე თქმით, თუ მოვლენები სწორად არ შევაფასეთ, თუ მტერს მტერი არ დავუძახეთ და მოყვარეს მოყვარე, ვერანაირი ომის შედეგად არსებული ვითარება ვერ გამოსწორდება."ჩვენ აფხაზ და ოს ძმებთან შესარიგებელი არაფერი არ გვაქვს და დროთა განმავლობაში, ჩვენ ვხედავთ, რომ ოსების და განსაკუთრებით აფხაზები ბოლო პერიოდში, ხვდებიან რუსული იმპერიალისტური პოლიტიკის რეალურ მიზნებს და ამოცანებს, მოძმე ერები დააპირისპიროს, გათიშოს და შემდგომ მართოს. ჩვენ, რეალურად, რუსეთთან გვაქვს საქმე, რუსეთთან მიმდინარეობს ომი, რუსეთია ამ ქვეყნის უპირველესი ნომერი მტერი. ამიტომ, როდესაც რუსულ ნარატივს აგზავნის მმართველი პარტიის ხელმძღვანელი, ბუნებრივია, ეს არის მოღალატეობრივი განცხადება, იმიტომ რომ რეალურად, თუ ჩვენ მოვლენები სწორად არ შევაფასეთ, თუ მტერს მტერი არ დავუძახეთ და მოყვარეს მოყვარე, ბუნებრივია, ვერანაირი ომის შედეგად არსებული ვითარება ვერ გამოსწორდება და ტერიტორიული მთლიანობაც ვერ აღდგება. ჩვენთვის, მნიშვნელოვანია, ჩვენი ევროპული მომავალი, ევროპული კეთილდღეობა, რასაც საზოგადოებას ვპირდებით", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
1726501453
მისივე თქმით, ყველა ქალაქსა თუ რეგიონში მიმდინარეობს მოქალაქეების მოსყიდვა და დაშინება."ნაძალადევის რაიონში ნარკომანებს, კრიმინალებს მფარველობენ და ამ მფარველობის პარალელურად ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს იტაცებენ. ჩვენი ოფისიდან შემოსულს და გასულს ცდილობენ, რომ დააშინონ, მოიტაცონ. ვისზეც მოტაცება და საუბარი არ ჭრის, მერე სცემენ. ასეთი შემთხვევა იყო ახლაც, ამ ადამიანზე საუბარმა არ გაჭრა, ჩვენი კომისიის წევრი სცემეს და საავადმყოფოში მოხვდა. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ, ყველას დაცვას ვაპირებთ, მათ შორის ხმების დაცვას, ჩვენი კომისიის წევრების, დამკვირვებლების დაცვას და საბოლოო ჯამში, გამარჯვებას არჩევნებში 26 ოქტომბერს, თუმცა ეს შენობა, რომელიც ჩემს უკან არის, სამწუხაროდ, კრიმინალების თავშესაფრად გადაიქცა. ეს ხალხი პირდაპირ ივანიშვილის, გომელაურის და სუსის დავალებას ასრულებს.ყველა ქალაქში, ყველა რაიონში მიმდინარეობს ზეწოლა, მუქარა, შანტაჟი, მოსყიდვა. ადამიანები, რომლებიც იცავენ ხალხის ხმებს, რომლებიც ცდილობენ, რომ ეს რუსული ხელისუფლება ამ ქვეყანას ჩამოაშოროს, ამ ადამიანებს ამ გზით უსწორდებიან და ასე გაუსწორდნენ ჩვენი კომისიის წევრს, მხოლოდ იმიტომ, რომ არ არის ივანიშვილის მხარეს, არის ოპოზიციონერი და აპირებს ხმების დაცვას. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ დავიცავთ ყველას. არცერთ მათგანს ამ ბრძოლაში მარტო არ დავტოვებთ და ამ ბრძოლას გამარჯვებამდე მივიყვანთ", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა."ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ნაძალადევის შტაბის და ასევე, კომისიის წევრს ზურაბ აბაევს პოლიციამ დაკავებისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, საავადმყოფოში გადაიყვანეს.აბაევი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
1726500884
სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, სანქცირებულთა შორის არიან უმაღლესი სახელისუფლებო და მუნიციპალური ფიგურები, რომლებმაც, განცხადების თანახმად, "ბოროტად გამოიყენეს თავიანთი უფლებამოსილება ქართველი ხალხის ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის მიზნით"."სახელმწიფო დეპარტამენტი იღებს დამატებით ზომებს სავიზო შეზღუდვების დაწესების მიზნით 60-ზე მეტ ქართველს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე არიან პასუხისმგებლები ან თანამონაწილეები. ისინი არიან ხელისუფლების წევრები და მუნიციპალური ფიგურები, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს თავიანთი უფლებამოსილება ქართველი ხალხის ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის მიზნით, კორუფციულ პრაქტიკაში ჩართული ბიზნესლიდერები, დეზინფორმაციის გავრცელებისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის ხელშემწყობი პირები, სამართალდამცველები, რომლებიც მონაწილეობდნენ დემონსტრანტების ცემაში. ასევე, პარლამენტის წევრები, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს არადემოკრატიული კანონმდებლობის წინსვლასა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაში.ჩვენ კვლავ შეშფოთებული ვართ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევითა და ანტიდემოკრატიული ქმედებებით და განვაგრძობთ საპასუხოდ დამატებითი ქმედებების განხილვას", - აღნიშნულია განცხადებაში.
1726499760
"ჩემს მიერ აშენებულ გორის ჩიხში გაკეთებულ განცხადებებზე, არამხოლოდ საქართველოს არცერთ მმართველს არ ჩაუდენია ათასწლეულების განმავლობაში ივანიშვილის მსგავსი სახელმწიფო ღალატი, არამედ ვერ ვიხსენებ, რომ ბოლო ათწლეულებში რომელიმე თანამედროვე მსოფლიოს მსგავს მაგალითს.ივანიშვილი თავიდანვე მიჰყვებოდა გეგმას. ჯერ წულუკიანმა მისი დავალებით ხელოვნურად მოახდინა 2015 წელს პროვოცირება ჰააგის პროკურორის მიერ ქართველი სამხედროების ქმედებების გამოძიების. ივანიშვილს და რუსებს იმედი ჰქონდათ, რომ ჰააგის საერთაშორისო სისხლის სასამართლო დამადანაშაულებდა მე და ქართველ ჯარისკაცებს. სინამდვილეში მოხდა ის, რომ 2022 წელს ჰააგის პროკურორმა მთლიანად გაამართლა ჩვენი ქმედებები.გაწბილებულმა ივანიშვილმა/რუსებმა გადაწყვიტეს იგივე გააკეთონ ახლა ყოველგვარი საერთაშორისო ლეგიტიმაციის გარეშე. ამის პარალელურად გორის განცხადებით ივანიშვილმა ავტომატურად ჩააყენა საქართველო მილოშევიჩის სერბეთის მდგომარეობაში (ოღონდ იმ განსხვავებით, რომ სერბებს დღემდე არანაირი ბოდიში არ მოუხდა) ამით მან მწვანე შუქი აუნთო "სამხრეთ ოსეთის" და აფხაზეთის დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარებას და დიდი ალბათობით თვითონაც ემზადება ასეთი აღიარებისთვის.ყველა, ვინც ამას მისცემს ხმას, ოფიციალურად თანამონაწილეობს ღალატში. ასეთია როგორც ყველასთვის ნათელი გახდა მისი ვალდებულებები რუსების წინაშე. ვშიშობ მან ეს არჩევნებამდე არ გააკეთოს, რათა უზრუნველყოს როგორც მინიმუმ რუსების მიერ ნების დართვა არჩევნების შემდეგ გადასახლდეს მის მიერ მოსკოვში იანუკოვიჩის მახლობლად ახლახან შეძენილ სასახლეში.და ბოლოს მინდა მივმართო მათ ვისაც კიდევ სჯერა (ასეთი დღეს აბსოლუტური უმცირესობაა) რომ მე რაღაც რეალური დანაშაულისთვის ვარ პუტინის საამებელ ტყვეობაში. მე უკვე სამი წელია, ვარ გამომწყვდეული მხოლოდ ერთი რამის გამო, რომ არ ჩავაბარე ჩვენი ქვეყანა, არ მივატოვე თბილისი და ორგანიზება გავუკეთეთ აგრესორისადმი წინააღმდეგობას.საქართველო არასდროს მოიხდის ბოდიშს!" - წერს სააკაშვილი.
1726499285
აშშ-მა მათ სანქციები დაუწესა საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლებების, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისთვის.სახაზინო დეპარტამენტის განცხადების თანახმად, გადაწყვეტილების შედეგად სანქცირებულ პირთა "ყველა ქონება და ქონების ინტერესები, რომლებიც აშშ-შია ან აშშ-ის პირთა კონტროლის ქვეშ ან მფლობელობაშია, დაბლოკილია და უნდა ეცნობოს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის სამსახურს (OFAC)".გარდა ამისა, დაბლოკილია ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად, ინდივიდუალურად თუ საერთო ჯამში, 50%-ით ან მეტით ეკუთვნის ერთ ან რამდენიმე სანქცირებულ პირს.
1726494091
მისივე თქმით, მომავალი არჩევნები რეფერენდუმის ტოლფასია. "საქართველოს ისტორიის გადამწყვეტი არჩევნების დღე გვიახლოვდება, ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა მიიღონ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის მომავალს, განსაზღვრავს იმას, იქნება თუ არა ჩვენი მომავალი ევროპა, თუ ვიქნებით რუსეთის გავლენის ქვეშ, ამიტომ, 26 ოქტომბერი არის არა მხოლოდ ჩვეულებრივი არჩევნების დღეს, არამედ ეს არის მთავარი არჩევანის, რეფერენდუმის დღე. დღეს არჩევანი ერთია - ევროპა ან რუსეთი და ჩვენ ეს ქვეყანა არავისთვის არასდროს არ დაგვითმია და არც არავის დავუთმობთ. მე ჩემს წილ პასუხისმგებლობას ბოლომდე ავიღებ და შევასრულებ. ამისთვის შეიქმნა ქარტია და ევროპის დაბრუნების სამოქმედო გეგმა ერთად დავსახეთ. ახლა საჭიროა, რომ ოპოზიციური ამომრჩევლისთვის არჩევანი კიდევ გავამარტივოთ. პოზიტიური მესამე ცენტრი, რომელსაც ელოდება გადაუწყვეტელი ამომრჩეველი და რომელსაც უნარი აქვს, გააჩინოს საზოგადოებაში სრული მობილიზაციისთვის საჭირო მუხტი. მე ამისი მჯერა და ამიტომ, მონაწილეობა მივიღე ყველასთან კონსულტაციებში. მე მზად ვარ, როგორც ნეიტრალური მხარე, რომ ამ პროცესს ხელი შევუწყო. გადაწყვეტილება კი ორი პროევროპული ძალის, ერთი მხრივ, გაერთიანება "ძლიერი საქართველოს" და მეორე მხრივ, "გახარია საქართველოსთვის" მათ ხელშია. ვიმედოვნებ, რომ ქვეყნისთვის ესოდენ მნიშვნელოვან ეტაპზე შეძლებენ, გადადგან ის ნაბიჯი, რომელიც ამომრჩეველს მეტ სიცხადეს და ძალის განცდას მისცემს. მივესალმები მამუკა ხაზარაძის დღევანდელ საჯაროდ გამოთქმულ მზადყოფნას და მზაობას, ვიცი, რომ არსებობს, გიორგი გახარიას მხრიდან. ხვალ, ორბელიანების სასახლეში ვეპატიჟები ორივე პოლიტიკურ ძალას, რათა მოლაპარაკებების ბოლო ეტაპი დაუყოვნებლივ გაიმართოს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.