11:00 საათზე - სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში“ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ პირველი ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის - "ფორსაითის ლარის ფონდის“ ოფიციალური გახსნის ღონისძიება გაიმართება.

მისამართი: პირველი რესპუბლიკის მოედანი #1

საკონტაქტო პირი: რატი მორჩილაძე - 595 55 99 66

12:00 საათზე - "ერთიანობის" წევრები ახალგაზრდებთან შეხვედრას გამართავენ.

თემა: ევროინტეგრაციის შეჩერების უკუეფექტები ფორმალურ თუ არაფორმალურ განათლებაზე. რა საფრთხეს უქმნის ანტიდასავლური კურსი საერთაშორისო გაცვლით პროგრამებსა თუ პროექტებში ჩართულ ახალგაზრდებს.

მისამართი: საბურთალო, სააკაძის მე-2 გასასვლელი 10, სართული 3

საკონტაქტო პირი: ირაკლი გაბისონია - 555 602 634

 

12:00 საათზე - "კოალიცია ცვლილებისთვის - ახალი, გირჩი, დროა” ლიდერები, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და გიგა ლემონჯავა ბრიფინგს გამართავენ.

თემა: საარჩევნო უბნების გახსნა ემიგრანტებისთვის

მისამართი: ბესიკის 4, მე-6 სართული.

 

19:00 საათზე - „ევოლუშენ ჯორჯიაში" გაფიცულთა მხარდასაჭერად სოლიდარობის აქცია გაიმართება. გაფიცვას სოლიდარობას გამოუცხადებენ სხვადასხვა სამუშაო სივრცეებში დასაქმებული ადამიანები და ჯგუფები.

მისამართი: მექანიზაციის 2

საკონტაქტო: 592 21 00 21 - გიორგი დიასამიძე; 571 18 07 18 - თამარ ანსიანი