11:00 საათზე - საიაში პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: "საიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა (მზია ამაღლობელის მეოთხე საქმე სტრასბურგში)".

მისამართი: თბილისი, ჯანსუღ კახიძის №15

11:00 საათზე - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში პარტიის ლიდერი ლაშა ფარულავა ბრიფინგს გამართავს.

თემა: "რუსული გავლენები და „ქართული ოცნების“ კორუფციული წილი ეკონომიკაში".

მისამართი: ვაჟა ფშაველას 45, "ფორმულას" შენობა სართული - 3

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 09, ანუკა გაბელია - 551 633 644

 

12:00 საათზე - პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი

 

13:00 საათზე - ფარნავაზ მეფის მონუმენტთან (ავლაბრის სკვერი) ხეივნის განაშენიანების პირველი ფაზის დაწყებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართება.

საკონტაქტო პირი: ნიკოლოზ პატარქალიშვილი - 599 23 55 20