10:30 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძისა და მასთან ერთად ბრალდებული პირების სასამართლო პროცესი გაიმართება.

13:00 საათზე - პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

 

14:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების - ირაკლი ნადირაძის, პაატა ბურჭულაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, მურთაზ ზოდელავას და კიდევ 5 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

18:00 საათზე - ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ გიორგი მიქაძის უფლებადამცველები: ზვიად კორძაძე, შორენა ნიქაბაძე და მიხეილ ჭანუკვაძე საქმესთან დაკავშირებით მედიასთან საინფორმაციო შეხვედრას გამართავენ.

მისამართი: თავისუფლების მოედანი, სასტუმრო "ფონოგრაფი“, მე-4 სართული, საკონფერენციო დარბაზი