ოპოზიციურ ალიანსს აქვს პოტენციალი, რომ იყოს ალტერნატივა. სანქცია, აქცია, ალტერნატივა - ეს არის ის სამი მთავარი ქვაკუთხედი, რომელიც ჩვენი მოქმედების სტილს, მოდულს განსაზღვრავს, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საჭიროა მოქმედება და საჭიროა დიდი აქციები.

"ასეთ ვითარებებში მიზნის მისაღწევი წესი არ არსებობს იმიტომ, რომ იქით მხარეს არის მოძრავი ვითარება, სტატიკურია და გაყინული არ არის ავტორიტარიზმი, მით უმეტეს, რომ ავტორიტარიზმები ძალიან მოქნილია - ვიღაცებს ციხეში უშვებენ, ვიღაცებს - სხვანაირად ელაპარაკებიან, მერე ერთმანეთში გამოცდილებებს ცვლიან ერთმანეთში ავტორიტარული რეჟიმები, ერთმანეთს ეხმარებიან. ასე არ არის, რომ ჩვენ რაღაც ვთქვით და სწორხაზოვნად ა-დან ბ წერტილამდე მივალთ. ასე არ ხდება იმიტომ, რომ იმ მსვლელობას ეს ავტორიტარული რეჟიმიც ხედავს და იმიტომ დაიწყო ახლა რუსთაველის გამზირზე რეაბილიტავია, გასაგებია რასაც ვაპირებთ და ამას უახლოეს დღეებში ყველა ნახავს, მაგრამ არ უშველის ამას რეაბილიტაცია. დიდი აქციები გვჭირდება, ვაღიაროთ და ეს დიდი აქციები უნდა გავაკეთოთ.

ჩემი აზრით, ამ ოპოზიციურ ალიანსს აქვს პოტენციალი, რომ იყოს ალტერნატივა. სანქცია, აქცია, ალტერნატივა - ეს არის ის სამი მთავარი ქვაკუთხედი, რომელიც ჩვენი მოქმედების სტილს, მოდულს განსაზღვრავს. ვიმუშავებთ აქციებზე ხვალაც და ერთი თვის მერეც, სადამდეც საჭირო იქნება. თუ ამ აქციაზე მე, ან ზურა ვერ მივდივართ, წავა სხვა, არ აქვს მნიშვნელობა. იმიტომ გვჭირდება მრავალფეროვნება და მრავალწევრიანი განტოლება, რომ ერთი თუ გამოაკლდება - მეორე იქნება და ეს არის რეალობა.

ჩვენ იმის დაჯერებაზე ვამბობთ უარს, რომ ჩვენ თვითონ რამე გამოგვივა. მეგობრებო, ყველაფერი გამოგვსვლია და ახლაც გამოგვივა. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამ 15 წელში ეს წინააღმდეგობა შედეგით არ დასრულდა, ძალიან ცდებით. შედეგით რომ არ დასრულებულიყო, ახლა კრასნოდარი იქნებოდა, ოღონდ რუსულად არ ვისაუბრებდით და რუსეთის კონსტიტუცია არ იქნებოდა ჩვენი. "ქართული ოცნება" 80-20%-ს აგებს, პირველ ადგილზეც კი არ არის თბილისში, მაგრამ თავი დავანებოთ ამ ყველაფერს - ვის რა გვჯერა თუ - არ გვჯერა, ამის სივრცე აღარ არსებობს, უნდა დავიჯეროთ ის, რაც ხდება, ეს არის სამშობლოს დაღუპვა და ამის ალტერნატივა სანამ ჯერ კიდევ არსებობს და მით უმეტეს, ჩვენ ხელშია ეს ალტერნატივა, უნდა გავაკეთოთ. გამორიცხულია, რომ დრო არ დადგეს "ქართული ოცნებისთვის" უბედურების ზარის ჩამორეკვის", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.