თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდი, მუდმივად მათ სარგებელსა და საჭიროებებზე მორგებულ  შეთავაზებებს უმზადებს, განსაკუთრებით კი, გაზაფხულის პერიოდში.  ამჯერად, ბანკმა  ფეხბურთის მოყვარულებზე იზრუნა და Mastercard-თან ერთად, დაუვიწყარი საჩუქრის მოპოვების შესაძლებლობა მისცა.

23 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით,  ახალი თიბისი MasterCard ბარათით ან ახალი თიბისი კონცეპტ MasterCard ბარათებით ნებისმიერ  უცხოურ ვებგვერდზე რაოდენობრივად ყველაზე მეტი გადახდის შესრულების შემთხვევაში, საჩუქრად გადმოგეცემათ ორკაციანი საგზური უეფას ჩემპიონთა ლიგის 2025-2026 წლის ფინალზე, რომელიც 30 მაისს, ბუდაპეშტში გაიმართება.

გათამაშების დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ბანკი გამოავლენს 6 გამარჯვებულს (ვისაც 23 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით ექნება რაოდენობრივად ყველაზე მეტი ტრანზაქცია განხორციელებული) და თითოეული მათგანი მიიღებს 2 ბილეთს უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალზე.

საგზური მოიცავს:

ჩემპიონთა ლიგის ფინალის ორ ბილეთს
ავიაბილეთებს
სასტუმროში განთავსებას

გათამაშების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე.

ახალი თიბისი ბარათით, რომელიც 1 წლის წინ, მომხმარებელთა ყოველდღიურობის გასამარტივებლად შეიქმნა, უკვე 1 მილიონი მომხმარებელი სარგებლობს, რაც მას საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გამოყენებად ყოველდღიურ საბანკო ბარათად აქცევს.

მომხმარებლებისთვის ბარათის მთავარი უპირატესობები - მოქნილი ციფრული გამოცდილება, პროდუქტის მარტივი გამოყენებადობა და მომენტალური ქეშბექია, რაც ყოველდღიური ბანკინგის ახალ სტანდარტად იქცა.

ახალი თიბისი ბარათების აღება 25 წამში, მობაილბანკიდან არის შესაძლებელი, გამოყენება კი მომენტალურად, ციფრულ საფულეში დამატებისთანავე.