"საქართველოს ბანკი" მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებას და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. 2025 წლის 1 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე ინდმეწარმეებს შეუძლიათ, ჩაერთონ საქართველოს ბანკის ახალ გათამაშებაში, რომელიც გამარჯვებულებს ერთი მილიონი PLUS ქულის მიღების შესაძლებლობას აძლევს.

გათამაშებაში ჩართვა ყველას შეუძლია, ვინც საქმიანობას ინდმეწარმის სტატუსით ახორციელებს.

გათამაშებაში მონაწილეობისთვის საჭიროა:

ბიზნეს ინტერნეტბანკში ან ბიზნეს მობილბანკში შესვლა.

გათამაშების პერიოდში სულ მცირე ერთი ტრანზაქციის შესრულება — მაგ: თანხის გადარიცხვა ან გადასახადის დაფარვა.

ყოველი ასეთი ტრანზაქციით ინდ.მეწარმე ავტომატურად ერთვება გათამაშებაში;

ერთ-ერთი ტრანზაქცია კი მომგებიანი ხდება —  სამი გამარჯვებული იღებს 1,000,000 PLUS ქულას, რომელიც ფიზიკური პირის ანგარიშზე ჩაერიცხებათ.

"ინდმეწარმეები ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია. ჩვენი მიზანი მათთვის ისეთი ინსტრუმენტების შექმნაა, რომლებიც მათ საქმიანობას ამარტივებს. სწორედ ასეთი ინსტრუმენტებია ჩვენი ციფრული არხები - ბიზნეს მობილბანკი და ბიზნეს ინტერნეტბანკი, სადაც ინდმეწარმეებს როგორც ბიზნესის ფინანსების მართვა, ისე დამატებითი სარგებლის მიღების შესაძლებლობა აქვთ”, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

გათამაშების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს, მასში მონაწილეობისთვის კი გადმოწერეთ ბიზნეს მობილბანკი ან ესტუმრეთ ბიზნეს ინტერნეტბანკს. ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად ონლაინ.