თუ ეძებთ ბარათს, რომელიც თქვენს ყოველდღიურობას გაამარტივებს და ყოველი გადახდისას ქულების დაგროვების შესაძლებლობას მოგცემთ, მაშინ American Express (AmEx) ბარათი თქვენთვისაა.

საქართველოში AmEx-ის ექსკლუზიური პარტნიორი საქართველოს ბანკია. ის მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს  ამ ბარათის ყველა უპირატესობა და ბენეფიტი მიიღონ.

სად და როგორ შეგიძლიათ AmEx ბარათის გამოყენება

საქართველოს ტერიტორიაზე ბარათით სარგებლობას,  მხოლოდ საქართველოს ბანკის ტერმინალებზე შეძლებთ. ხოლო, რაც შეეხება ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ან ონლაინ შოპინგს, ბარათის გამოყენებას ყველგან შეძლებთ, სადაც AmEx-ით გადახდა არის შესაძლებელი.

ყველა ტრანზაქციას, ქულებსა თუ  გადახდის ვადებს მარტივად, მობილბანკში ნახავთ.

როგორ გამოიყენოთ AmEx-ის საკრედიტო ლიმიტი პროცენტის გარეშე

AmEx ბარათის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა საშეღავათო პერიოდია. ეს ნიშნავს, რომ შეგიძლიათ დამტკიცებული საკრედიტო ლიმიტი, ისე გამოიყენოთ, რომ პროცენტი საერთოდ არ გადაიხადოთ, თუ რამდენიმე მარტივ წესს დაიცავთ.

AmEx-ით სწორი სარგებლობის 3 ნაბიჯი

ხარჯვის პერიოდი: გამოიყენეთ ბარათი და დახარჯეთ თანხა სურვილისამებრ; 
დაანგარიშება: თვეში ერთხელ მიიღებთ ინფორმაციას დახარჯული თანხის შესახებ;

საშეღავათო პერიოდი: თუ დაანგარიშების თარიღიდან 25 დღის განმავლობაში მთლიანად დაფარავთ დახარჯულ თანხას, პროცენტი (ეფექტური ლარში 23.8%-დან) არ დაგერიცხებათ.

გაითვალისწინეთ,რომ საშეღავათო პერიოდი მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დავალიანებას სრულად გაანულებთ. ნაწილობრივი დაფარვისას პროცენტი დაგერიცხებათ ათვისებული თანხის სრულ ოდენობაზე, მისი გამოყენების დღიდან.

შეთავაზებები AmEx ბარათის მფლობელებისთვის

საქართველოს ბანკი, პარტნიორ ბიზნესებთან ერთად,  ლოიალურობის პროგრამის ფარგლებში, მხოლოდ AmEx ბარათის მფლობელებისთვის, ყოველთვიურად სხვადასხვა სახის შეთავაზებებს, მათ შორის ქეშბექებსა და ფასდაკლებებსა ამზადებს. ყველა აქტიურ შეთავაზებას გაეცანით ამ ბმულზე.

MR ქულები  AmEx ბარათით, ნებისმიერ გადახდაზე გროვდება, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, ფიზიკურ მაღაზიებსა თუ ონლაინ შოპინგისას.

დაგროვებული ქულები კი შეგიძლიათ გამოიყენოთ ორი გზით: გადაიხადოთ AmEx-ის პარტნიორ ობიექტებში ან გადაცვალოთ PLUS ქულებში მომგებიანი კურსით: 1 MR ქულა = 3 PLUS ქულას.

ინფორმაციისთვის, AmEx Green, AmEx Gold და AmEx Platinum ბარათების მფლობელები საჩუქრად 4-წლიან სამოგზაურო დაზღვევას იღებენ. დაზღვევა ისეთ შემთხვევებს ფარავს, როგორიცაა: მოგზაურობის გაუქმება, გადაუდებელი სამედიცინო ხარჯები და ბარგის დაგვიანება.

დამატებით სასარგებლო რჩევები

AmEx ბარათის მთავარი უპირატესობა გადახდებშია. როცა ბარათით იხდით, MR ქულებს აგროვებთ.

MR ქულების დასაგროვებლად საკრედიტო ლიმიტის გამოყენება არ არის აუცილებელი. შეგიძლიათ საკუთარი ანგარიშიდან გადარიცხოთ თანხა AmEx ბარათზე და იმით ისარგებლოთ. ამ შემთხვევაში, თქვენი საკრედიტო ლიმიტი ხელუხლებელი დარჩება, MR ქულებს კი ჩვეულებრივ დააგროვებთ.

AmEx ბარათები

საქართველოს ბანკი მომხმარებლებს რამდენიმე ტიპის AmEx ბარათს სთავაზობს. ისინი ერთმანეთისგან საკრედიტო ლიმიტით, წლიური ღირებულებით, ეფექტური პროცენტით და ქულების დაგროვების პირობებით განსხვავდება. ესენია:

American Express Blue;
American Express Green;
American Express Gold;
American Express Platinum.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

გახადეთ AmEx ბარათი თქვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი. ბარათს ძალიან მარტივად და სწრაფად, საქართველოს ბანკის მობილბანკიდან შეუკვეთავთ.