მსოფლიოში ნავთობის ფასების რეკორდული ზრდის ფონზე, საქართველოში საწვავი გაძვირდა. 

ქვეყანაში მოქმედ ე.წ. ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე ფასების კორექტირება 7 მარტიდან დაიწყო, რიგმა ქსელმა კი ღირებულება დღეს დააკორექტირა. ბოლო ცვლილების მიხედვით, რიგ სადგურზე ფასები 2-12 თეთრით არის გაძვირებული, ხოლო ზოგიერთ ქსელში დიზელის ფასის მატება 18 თეთრია. ამასთან, საქართველოში მოქმედ სადგურებზე ფასი უფრო მეტად დიზელის ტიპის საწვავზე გაიზარდა.

საწვავის იმპორტიორი და რეალიზატორი ზოგიერთი კომპანიის ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ფასების არქივი საწვავის ღირებულებაზე დაკვირვების საშუალებას გვაძლევს - რომელ ქსელში, რამდენით და როდის შეიცვალა საწვავის ღირებულება.

საწვავის ფასი გასამართი სადგურების ქსელებში:

Wissol-ის გასამართი სადგურების ქსელში ყველა ტიპის საწვავის ფასი ბოლოს 10 იანვარს შეიცვალა. თუმცა გასამართი სადგურების ქსელში საწვავი გასული კვირის ბოლოს 7 მარტსაც გაძვირდა. როგორც ფასების არქივიდან ირკვევა, ბოლო ცვლილების შედეგად საწვავი ტიპის მიხედვით 15-18 თეთრით გაძვირდა. დღეს ამ ბრენდის სადგურებზე საწვავის შეძენა შემდეგ ფასადაა შესაძლებელი:

ეკო სუპერი - ₾3.69; ზრდა - 15 თეთრი;
ეკო პრემიუმი - ₾3.25; ზრდა - 15 თეთრი;
ეკო დიზელი - ₾3.41; ზრდა - 18 თეთრი;
ევრო დიზელი - ₾3.38; ზრდა - 18 თეთრი;
ევრო რეგულარი - ₾3.12; ზრდა - 15 თეთრი;
დიზელ ენერჯი - ₾3.31; ზრდა - 18 თეთრი;

Gulf-ის ქსელში საწვავის ღირებულება 9 მარტის შემდეგ შეიცვალა და ყველა ტიპის საწვავი 6-8 თეთრით გაძვირდა. შედეგად, დღეს საწვავის ფასები Gulf-ის სადგურებზე შემდეგია:

G-Force სუპერი - ₾3.53, უცვლელად;
G-Force პრემიუმი - ₾3.13, ზრდა - 6 თეთრით;
G-Force ევრო რეგულარი - ₾2.99, ზრდა - 2 თეთრით;
ევრო რეგულარი - ₾2.97, ზრდა - 5 თეთრით;
G-Force ევრო დიზელი - ₾3.25, ზრდა - 12 თეთრი;
ევრო დიზელი - ₾3.15, ზრდა - 12 თეთრი;

უნდა აღინიშნოს, რომ ბრენდირებული გასამართი სადგურების სხვა ქსელებს, მაგალითად Socar-ის, Lukoil-ის, Rompetrol-ის და Portal-ის შემთხვევაში, კომპანიებს ვებგვერდებზე ფასების ცვლილების არქივზე დაკვირვების შესაძლებლობას არ გვაქვს.

Rompetrol-ის ქსელში დღეს საწვავს შემდეგ ფასად შეიძენთ:

Efix სუპერი - ₾3.59;
Efix ევრო პრემიუმი - ₾3.15;
ევრო რეგულარი - ₾3.04;
Efix ევრო დიზელი - ₾3.15;
ევრო დიზელი - ₾3.10;

Lukoil-ის ბრენდის გასამართი სადგურების ქსელში, სადაც ბენზინის და დიზელის შეძენა დღეისთვის შემდეგ ფასად შეგეძლებათ:

Euro Super – ₾3.59;
Premium Avangard - ₾3.15;
Euro Regular - ₾3.04;
Euro Diesel - ₾3.10;

Socar-ის გასამართი სადგურების ქსელში საწვავის ჩასხმა შემდეგ ფასად შეგიძლიათ:

ნანო სუპერი - ₾3.55;
ნანო პრემიუმი - ₾3.15;
ნანო ევრო რეგულარი - ₾2.95;
ევრო 5 დიზელი - ₾3.08;
ნანო ევრო 5 დიზელი - ₾3.08;

აღსანიშნავია, რომ საწვავის ფასი ქვეყანაში 2025 წლის ნოემბრის შემდეგ არ შეცვლილა, მაშინ ბენზინი და დიზელი მცირედით გაიაფდა.

https://bm.ge/