ვერძი
შემოქმედებითი იდეების განხორციელებისა და სასიყვარულო ურთიერთობის გაუმჯობესების დღეა. თქვენს ნიჭს ახალი დამფასებელი გამოუჩნდება.

კურო
შესაძლოა, სამსახურში და პარტნიორულ ურთიერთობებში რევოლუციური ცვლილებები მოახდინოთ. კონსერვატიზმს დაივიწყებთ და სიახლეებს დანერგავთ. ზოგიერთი ბინაში დიზაინის შეცვლას გადაწყვეტს.

ტყუპები
შესაძლოა, საკუთარ თავში ახალი უნარები აღმოაჩინოთ, რაც დაგეხმარებათ ღირსეული ადგილი დაიკავოთ ცხოვრებაში. არის ალბათობა, კარდინალურად შეიცვალოს გარშემო ყველაფერი და საჭირო გახდეს ახალ გარემოსთან ადაპტირება.

კირჩხიბი
კარგი დღეა. გამოიყენეთ თქვენი ფინანსები კვალიფიკაციის ასამაღლებლად და ახალი ცოდნის მისაღებად. დანახარჯები ათმაგად აგინაზღაურდებათ, ხოლო სიტუაციის სწორად შეფასება დიდ წარმატებას მოგიტანთ.

ლომი
ამ დღეს ვარსკვლავები სწრაფად და ეფექტურად მოქმედებისკენ მოგიწოდებენ. პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია მცირე პრობლემები. თუ ბოლო დროს თქვენსა და საყვარელ ადამიანს შორის ურთიერთობები გაცივდა, ამ კავშირის გადასარჩენად რაღაც უნდა იღონოთ – რომანტიკული პაემანი ან მცირე სიურპრიზი მოუწყვეთ.

ქალწული
თავი შეიკავეთ უსიამოვნო ადამიანებთან კონტაქტებისა და ახალი ნაცნობობისგან. შესაძლოა, მიიღოთ მოულოდნელი შემოსავალი. გახსოვდეთ, მძიმე კვირის წინ, დასვენება აუცილებელია.

სასწორი
გირჩევთ, რადიკალურ გადაწყვეტილებებს მოერიდოთ და ნებისმიერ საქმეში ზომიერება შეინარჩუნოთ. ეს მუშაობასა და პირად ცხოვრებაში დაგეხმარებათ და უსიამოვნებებისგან დაგიცავთ. ყურადღებით მოუსმინეთ ოჯახის წევრების და მეგობრების რჩევებს – უახლოეს ხანში ისინი ძალიან გამოგადგებათ.

მორიელი
დღეს, ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული მოლაპარაკებები შედეგიანი და სარგებლიანი იქნება. მიუხედავად არაკეთილმოსურნე ადამიანების მცდელობებისა, ხელი შეგიშალონ გეგმების განხორციელებაში, მაინც წარმატებას მიაღწევთ.

მშვილდოსანი
თავი შეიკავეთ სერიოზული საქმეებისგან. არის ალბათობა, ძველი შეცდომები ამოტივტივდეს. ახლა სწორი გადაწყვეტილებაა, მეგობრების წრეში დროის გატარება ან განმარტოებით დასვენება.

თხის რქა
კარგი დღეა მეგობრებთან და ახლობლებთან ურთიერთობებისა და შეხვედრებისთვის, თუმცა სასურველია მოერიდოთ მძაფრ დისკუსიებსა და ჭორაობას. უფრო მეტად იაქტიურეთ ახალ ნაცნობებთან და წარმოაჩინეთ თქვენი საუკეთესო თვისებები.

მერწყული
გირჩევთ, თავი შეიკავოთ ნეგატიური ადამიანებისგან. მათი გავლენის ქვეშ, შეიძლება ვერ შეასრულოთ თქვენი გეგმები ან დაინფიცირდეთ დეპრესიული მდგომარეობით. პირველ რიგში დააყენეთ თქვენი სურვილები და მისწრაფებები, ნუ შესწირავთ მათ სხვებს.

თევზები
დიდია იმის შანსი, რომ ახლობელმა დღეს იმედი გაგიცრუოთ. ძალიან ნუ ნერვიულობთ, ნუ დანებდებით სასოწარკვეთას. უპირატესობა მიანიჭეთ იმ აქტივობებს, რომლებიც გაბედნიერებთ და აგიმაღლებთ განწყობას. შეიძლება გაუგებრობები იყოს ოჯახთან საუბარში. ყველა მოლაპარაკება ან დისკუსია ხვალისთვის გადადეთ.