ამ მოცემულობაში, საუბარიც კი ზედმეტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, მით უმეტეს, მონაწილეობაზე, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ფავლენიშვილმა თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში არჩევნები არის გაუქმებული.

"ამ მოცემულობაში, როდესაც ქვეყანაში არჩევნები არის გაუქმებული, როდესაც სინდისის პატიმრები არა თუ გაათავისუფლეს, არამედ სინდისის პატიმრების რაოდენობა უფრო მეტად იზრდება, ამ მოცემულობაში, საუბარიც კი ზედმეტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, მით უმეტეს, მონაწილეობაზე", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.