ვერძი

რთული სამუშაო დღის შემდეგ, ოჯახური გარემო ნამდვილად დაგამშვიდებთ. იყავით მეტად დამთმობი და ლმობიერი.

კურო

მეტი ყურადღება დაუთმეთ ოჯახის წევრებს, განსაკუთრებით კი ბავშვებს. ახალი საქმეების წამოწყებისთვის დღე რეკომენდებული არ არის.

ტყუპები

ეცადეთ, ბოლომდე მიიყვანოთ დაწყებული საქმეები. დღის მეორე ნახევარში, მოდუნდით და დაკმაყოფილდით მიღწეული შედეგებით.

კირჩხიბი

იყავით ზომიერი ნებისმიერ ურთიერთობაში. გულახდილი საუბრები მეტად დაათბობს ურთიერთობებს ახლობლებთან.

ლომი

ემოციური დღეა, დაიცავით ზომიერება როგორც სახლში, ასევე, სამსახურში, დღის ბოლოს, თავს ხალისიანად და ენერგიულად იგრძნობთ.

ქალწული

ნუ გადაიტვირთებით, მიჰყევით დინებას, შესაძლოა, სწორედ დღეს მიიღოთ ის, რასაც დიდი ხნის განმავლობაში ელოდით.

სასწორი

შესაძლოა, დაგჭირდეთ გარკვეული გადაწყვეტილების სწრაფად მიღება, რაც თქვენში გარკვეულ დისკომფორტს გამოიწვევს, თუმცა, ეს გადაწყვეტილება სასიკეთოდ აისახება თქვენს საქმიანობაზე.

მორიელი

დღეს, მეტად იზრუნეთ თქვენს ახლობლებსა და ირგვლივ მყოფებზე. მათ თქვენი ყურადღება სჭირდებათ.

მშვილდოსანი

წარმატების შანსები იზრდება, თქვენი იდეები პერსპექტიულია და კარგ შემოსავლებს გპირდებათ.

თხის რქა

ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, დაეყრდენით საკუთარ თავსა და გამოცდილებას.

მერწყული

თქვენს ნიჭზე ბევრი რამაა დამოკიდებული. გამოიყენეთ თქვენი ორგანიზატორული უნარები და ქარიზმა.

თევზები

გაგახალისებთ დიდი ხნის უნახავი ადამიანის სტუმრობა. შესაძლოა, დღეს რაღაც ფორმით, თქვენს ცხოვრებაში წარსული დაბრუნდეს.