ვერძი

სასიკეთო დღეა მნიშვნელოვანი საქმეების მოსაგვარებლად. შესაძლოა, ახალი შემოთავაზებით მოგმართონ, რომელიც პერსპექტივაში საკმაოდ მოგებიანი აღმოჩნდება.

კურო

დღეს, შეგიძლიათ თავს დასვენებისა და მოდუნების საშუალება მისცეთ, მაგრამ მეგობრების გარემოცვაში განტვირთვა სჯობს, რადგან ისინი საინტერესო იდეებს გაგიზიარებენ.

ტყუპები

ამაღლებული განწყობა და ენერგოტონუსი ხელს გიწყობთ, ნებისმიერ საქმიანობაში, წარმატებას მიაღწიოთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ, რომ სჯობს, ერთ კონკრეტულ საკითხზე კონცენტრირდეთ.

კირჩხიბი

იყავით ფრთხილი და დაკვირვებული, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, იმოქმედეთ სტრატეგიულად და კარგად დაფიქრდით, სანამ იმოქმედებთ.

ლომი

იყავით ზომიერი და გადაანაწილეთ დრო მნიშვნელოვან საქმეებზე. გადახედეთ ახლო წარსულს და გააანალიზეთ თითოეული წარუმატებელი ნაბიჯი.

ქალწული

დიპლომატია და დროის ეფექტური გამოყენება აი, რა გჭირდებათ დღეს. სასიკეთოდ წარიმართება მნიშვნელოვანი  შეხვედრები.

სასწორი

ნუ მოექცევით სხვისი ზეგავლენის ქვეშ, მოუსმინეთ გარშემომყოფებს, მაგრამ გადაწყვეტილება ნებისმიერი საკითხში თავად მიიღეთ.

მორიელი

დაკავდით საოჯახო საქმეებით, მეტად იყავით ჩართული ბავშვების აღზრდისა და განათლების საკითხებში, ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან კონტაქტი.

მშვილდოსანი

თქვენი მთავარი იარაღი ოპტიმიზმია, პოზიტიური განწყობა და იმის განცდაა, რომ ყველაფერი, რაც ხდება გარკვეულ იდეას ემსახურება, დაგეხმარებათ, სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. ნუ დაწვრილმანდებით და შეხედეთ მოვლენებს დამკვირვებლის თვალით.

თხის რქა

დღე აქტუალურია სასიყვარულო კუთხით, შესაძლოა, ძველი ტრფობის ობიექტს შეხვდეთ, ან საქმიდან გამომდინარე მოგიწიოთ კომუნიკაცია. გახსოვდეთ,  საუკეთესო ყველაფერი წინ გაქვთ.

მერწყული

იყავით დაკვირვებული, მიაქციეთ ყურადღება მინიშნებებს. გადით ბუნებაში, ეს დაგეხმარებათ ენერგო-ტონუსის ამაღლებასა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

თევზები

მოულოდნელობების დღეა, სიურპრიზები, მეტწილად, სასიამოვნო სახის იქნება. თუ გინდათ იყოთ ბედნიერი, გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ ვალდებულებაზე მაღლა საკუთარი თავის სიამოვნება უნდა დააყენოთ.