ვერძი

დღეს, შეძლებთ თქვენი უნარებისა და შესაძლებლობების საუკეთესოდ წარმოჩენას, განსაკუთრებით უცხო ადამიანებთან, ამიტომ, გამოიჩინეთ ინიციატივა შეხვედრებისა და მოლაპარაკებების დროს.

კურო

შესაძლოა, ახლობლებთან, მეგობრებთან, კოლეგებთან ურთიერთობებში გარკვეული სირთულეები წარმოიქმნას, თქვენი იდეები და გეგმები მათთვის რომ უფრო გასაგები გახდეს, საჭიროა მეტი თავდაჯერებულობა.

ტყუპები

შემოქმედებითად მიუდექით ყველა საკითხს. ყველა იმ სფეროში, სადაც საჭირო იქნება კრეატიული იდეების წარმოჩენა შეგიძლიათ გაბედულად იმოქმედოთ. აი, ზუსტი გათვლები და ანალიზი, ამ ეტაპზე, არ დაგჭირდებათ.

კირჩხიბი

მოსალოდნელია საინტერესო შეხვედრა და ნაცნობობა, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება, თქვენს მონდომებაზეა დამოკიდებული ის, თუ რა მიმართულებას მისცემთ ამ ურთიერთობას. მიზნების მიღწევისას გამოიყენეთ შარმი.

ლომი

დღეს, თქვენი შორსმჭვრეტელობის წყალობით, ნებისმიერ საქმეში წარმატებას მიაღწევთ, შეძლებთ, წინასწარ გათვალოთ შედეგები და იმოქმედოთ გაბედულად, უშეცდომოდ და თქვენი იდეებით მიიღოთ ის შედეგები, რომელსაც არავინ ელის.

ქალწული

სასიამოვნო ემოციებით დახუნძლული დღეა. გელით მოულოდნელი პერსპექტივები პირად ცხოვრებაში, ან სასიკეთო ცვლილებები სამსახურში, მიუხედავად ამისა, ნუ დაკარგავთ კონტროლს და ბოლომდე მიიყვანეთ დაწყებული საქმეები.

სასწორი

მიენდეთ ინტუიციას, შანსი გაქვთ, მიიღოთ კარგი სარგებელი, ან წაიწიოთ წინ კარიერულ საფეხურზე, შესაძლოა, ინფორმაციის დეფიციტმა ხელი შეგიშალოთ კონკრეტულ საკითხში, მაგრამ შინაგანი ხმა სწორ გზას გიკარნახებთ.

მორიელი

შეიტანეთ სიახლეები თქვენს ცხოვრებაში, ყოველდღიურობაში, ეცადეთ, პრობლემების მოგვარების ახალი გზები გამონახოთ, შეიმუშავეთ ახალი სამოქმედო სტრატეგია, ამგვარად, შეძლებთ სასიკეთო შედეგების მიღებას.

მშვილდოსანი

შესაძლოა, შეიცვალოს თქვენი საქმიანობის გრაფიკი, ან რაიმე გარემოება, რომელიც საქმიანობის სფეროს ეხება. ეს ცვლილებები თქვენგან გარკვეულ რეაგირებას მოითხოვს, მოგიწევთ, დაფიქრდეთ და შესაბამისი ზომები მიიღოთ.

თხის რქა

თამამად ჩაერთეთ კონკურენტებთან და მოწინააღმდეგეებთან კონსტრუქციულ ბრძოლაში. თქვენი მიზანსწრაფულობა, შეუპოვრობა და ენთუზიაზმი დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში. ნუ გადაუხვევთ არჩეული გზიდან.

მერწყული

სიფრთხილე და თავდაჭერილობა დაგეხმარებათ მიმდინარე სიტუაციების მართვაში, ნუ აჩქარდებით, მოერიდეთ დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმას, ამგვარად, სერიოზულ პრობლემებს აიცილებთ თავიდან.

თევზები

გამოფხიზლდით, გააქტიურდით. მიხედეთ გადადებულ საქმეებს. თუ ახლა არ შეუდგებით მათ მოგვარებას, შესაძლოა, მომავალში ვერ მოახერხოთ. არჩევანი თქვენზეა.