თბილისში 25 წლის გურამ ბოიკო ძმის ქორწილში მოკლეს, - ინფორმაციას გამოცემა მთავარი ამბები კახეთიდან ადგილობრივებზე დაყრდნობით ავრცელებს

როგორც გამოცემა წერს, ის წუხელ თბილისში, ლისი მერეში, ძმის ქორწილში იმყოფებოდა, სადაც სუფრასთან ახალგაზრდებს შორის დაწყებული დაპირისპირება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. გამოცემის ცნობით, ბოიკო ინციდენტის მონაწილეების გაშველებას ცდილობდა, რა დროსაც მას ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს

გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.