ოკუპირებულ აფხაზეთში პროტესტი გრძელდება. ადგილობრივები აპარტამენტების შესახებ "კანონპროექტს" აპროტესტებენ, რომელსაც  ე.წ. ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტმა მხარი უკვე დაუჭირა.  

"ასლან ბჟანია არ მოქმედებს როგორც ნამდვილი პრეზიდენტი, თორემ ასე როგორ შეიძლება გვექცეოდეს? ის ჩვენზე უნდა ზრუნავდეს თუ საკუთარ თავზე? მას მხოლოდ საკუთარი ჯიბე ადარდებს, აფხაზეთის ბედი მისთვის უინტერესოა. რა გააკეთა მან ხალხისთვის? არაფერი. ჩვენ ძალიან კარი ახალგაზრდობა გვყავს, კარგი განათლებით და რატომ უნდა მოვიდეს აქ ვიღაც შტერი ხალხი, რომელიც ჩვენებს როგორც მონებს ისე მართავს და რაც მათ მოესურვებათ იმას გაკეთებინებს? ყველამ ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ და დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი ამ კანონის წინააღმდეგ", - განაცხადა ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებმა ციალა გალდიამ.

ე.წ. კანონპროექტის მიხედვით, სანაპირო ზოლში 30 ათასი აპარტამენტის მშენებლობა იგეგმება, ბინების უმეტესობას კი რუსეთის მოქალაქეებს გადასცემენ.