არასრულწლოვნები, რომლებიც, არსებული ინფორმაციით, სოფელ თამარაშენთან რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს, უკვე თავისუფლები არიან.

ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს.

"ბავშვები ჩვენთან და უსაფრთხოდ არიან“, – განაცხადეს სუსში.

ამასთან, უწყებაში აცხადებენ, რომ სხვა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

არსებული ინფორმაციით, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარაშენიდან საოკუპაციო ძალებმა 5 არასრულწლოვანი გაიტაცეს. ერთ-ერთი გატაცებულის მამის თქმით, გატაცებულთა ასაკი 10 წელს არ აღემატებოდა.