მწერალი არჩილ ქიქოძე კინემატოგრაფისტების პროტესტს სოლიდარობას უცხადებს.

მისი თქმით, ამ ფორმაციის კინოცენტრთან ყოველგვარ ურთიერთობას წყვეტს.

"ამ ფორმაციის კინოცენტრთან ვწყვეტ ყოველგვარ ურთიერთობას, ამ ხალხს ვუერთდები იმიტომ, რომ კინო მოღვაწეებისგან კიდევ უფრო დასაფასებელია ეს სოლიდარობა", - აცხადებს ქიქოძე.

21 აგვისტოს კულტურის სამინისტროს რეპრესიული პოლიტიკის გამო, კინემატოგრაფისტებმა კინოცენტრს ბოიკოტი გამოუცხადეს და განცხადება გაავრცელეს, რომ პროტესტის ნიშნად, კინოცენტრის გამოცხადებულ კონკურსებსა და პროექტებში მონაწილეობას აღარ მიიღებენ.