რეჟისორმა, სცენარისტმა და მსახიობმა ნინო კირთაძემ კინემატოგრაფისტების პროტესტის ფონზე, საქართველოს ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობა შეწყვიტა. ეს ინფორმაცია "ნეტგაზეთს" თავად რეჟისორმა დაუდასტურა.

მისი თქმით, განცხადება 11 ივლისს დაწერა და 13-ში დაკმაყოფილდა.

ნინო კირთაძე იყო საქართველოს წარმომადგენელი ფონდ „ევრიმაჟსა“ და „ევროპული კინო პრომოუშენში“. იგი ამ პოზიციებს ტოვებს.

ევრიმაჟი არის ევროპული ფონდი, რომელიც აფინანსებს ერთობლივ კინოწარმოებებს. საქართველო ევრიმაჟის წევრი ქვეყანა 2011 წელს გახდა და მას შემდეგ მილიონობით ევროს ღირებულების არაერთი ქართულ-უცხოური კოპროდუქცია დაფინანსდა.