American Airlines-ის თვითმფრინავში, რომელიც კოლორადო სპრინგსიდან დალასის ფორთ უორთის საერთაშორისო აეროპორტისკენ ასრულებდა რეისს, ხანძარი გაჩნდა.

"ბიბისის“ ცნობით, მგზავრები ევაკუირებული არიან.

ძრავასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, თვითმფრინავი დენვერის აეროპორტში, ავარიულად, ადგილობრივი დროით დაახლოებით 23:15 საათზე დაეშვა. დაშვების შემდეგ აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე მოძრაობისას თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა.

American Airlines-ის განცხადებით, თვითმფრინავში იმყოფებოდა 172 მგზავრი ეკიპაჟის ექვს წევრთან ერთად. 12 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

American Airlines-ის განცხადებით, ინციდენტის გამომწვევი მიზეზის დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.