ამ საქმეზეც ივანიშვილი გამოიყენებს მაქსიმალურ სასჯელს პრეზიდენტი სააკაშვილის წინააღმდეგ და ამ ყველაფერს აკეთებს მხოლოდ პუტინის საამებლად, რადგან 2008 წელს მან არ დათმო ქვეყნის სახელმწიფოებრიობა, - განაცხადა “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ.

"სულ რამდენიმე დღის წინ ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა 9 წელი მიუსაჯა პრეზიდენტ სააკაშვილს ქვეყნის 9 წლიანი აღმშენებლობისთვის, ე.წ. პიჯაკების საქმეზე. ორშაბათს გამოცხადდება უკვე მეორე გადაწყვეტილებაც და აქაც, რა თქმა უნდა, მაქსიმალურ სასჯელს გამოიყენებს ივანიშვილი პრეზიდენტი სააკაშვილის წინააღმდეგ იმისთვის, რომ მან არ დათმო ქვეყნის სახელმწიფოებრიობა 2008 წელს და მან შექმნა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მაგალითი არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ პუტინის რუსეთისთვის, რაც მისთვის იყო უდიდესი საფრთხე, როგორც სამეზობლო პოლიტიკისთვის, ისე შიდა პოლიტიკისთვის და ეს არის რეალურად ის ბრალი, რასაც ივანიშვილი უყენებს პუტინის საამებლად მიხეილ სააკაშვილს და უკვე მეოთხე წელია, რომ უკანონო და უსამართლო პატიმრობაში იმყოფება”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

 საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის განაჩენი ორშაბათს, 17 მარტს, 11:00 საათზე გამოცხადდება.